ქიმიის დეპარტამენტში სტუდენტთა XII ვორქ-შოპი ჩატარდება ივნისის პირველ კვირაში დისტანციური წესით. სურვილისამებრ, მონაწილეს უფლება აქვს წარმოადგინოს როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული სამუშაოს შედეგები. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ინფორმაცია (თემის დასახელება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური, ხელმძღვანელის სახელი, გვარი) მოგვაწოდოთ 30 მაისის 20:00 საათამდე მისამართზე: marina.karchkhadze@tsu.ge