Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკური პროცესების კომპიუტერული მოდელირება“

2021 წლის 13 ივლისს ფიზიკის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი ოლეგ ხარშილაძე) ჩატარდა სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკური პროცესების კომპიუტერული მოდელირება“. საინტერესო მოხსენებებით მონაწილეობდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტები:

 

შოთა ხეცურიანი, ფიზიკის მიმართულება  - დამუხტული ნაწილაკის მოძრაობა დედამიწის მაგნიტურ ველში

საბა მახარაშვილი, ფიზიკის მიმართულება - ცვალებადი მასის სკალარული ველის თეორია

ალექსანდრე შუკაკიძე, ფიზიკის მიმართულება -ინფორმაციული ენტროპია და მისი გამოყენება  ფიზიკაში

ნიკოლოზ ნიკვაშვილი, ფიზიკის მიმართულება - სუსტი სიგნალების ინფორმაციული დამუშავება სტოქასტური რეზონანსის მეთოდით

ნიკოლოზ პაპიაშვილი, ბიოლოგიის მიმართულება - პოპულაციის რაოდენობის მოდელირება დიფერენციალური მოდელის მიხედვით

ლუკა ღომიძე, ფიზიკის მიმართულება - ქაოსი კონვექციის მარტივ მოდელში

ლუკა კოპაძე, ფიზიკის მიმართულება   - ნიუტონის აკვანი და მისი სინქრონიზაცია

ანა შიხიაშვილი, ბიოლოგიის მიმართულება -  კოვიდ-19-ის გავრცელების SIR მოდელი არაცალსახა პარამეტრებით: საქართველოს მაგალითი

ელენე ზურაბიანი, ფიზიკის მიმართულება  - ღრმა სწავლება, ხელოვნური ნეირონული ქსელი. 

ნიკოლოზ კობაიძე, ფიზიკის მიმართულება - სინქრონიზაციის ეფექტი ვან დერ პოლის მოდელში

გიორგი მაისურაძე, ქიმიის მიმართულება - წყალბადის ატომური ორბიტალები

 

კომისიის შეფასებით (თავჯდომარე მალხაზ გოჩიტაშვილი)  პირველი ადგილები გაინაწილეს ანა შიხიაშვილმა და ნიკოლოზ ნიკვაშვილმა. მეორე ადგილი მიენიჭა ლუკა კოპაძეს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები გაიყვეს ელენე ზურაბიანმა და ნიკოლოზ კობაიძემ. სტუდენტებს მიესალმა და წარმატებები მიულოცა ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ვაჟა ტრაპაიძემ და ყველა სტუდენტს გადასცა შესაბამისი სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი.