Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში

GGSB-2023 ლექციების კვირეული თბილისში

 

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB-ის) კონცეფციის ფარგლებში 2013 და 2015 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) ჩატარდა საგანმანათლებლო
ღონისძიება ქართველი სტუდენტებისათვის, ე.წ. "შემოდგომის ლექციები თბილისში",რომელიც 2017 და 2019 წლებში გაგრძელდა იულიხის კვლევით ცენტრში (FZJ) განახლებულიფორმატით (ე.წ.;QUALI-Start-Up Lectures), რომელშიც FZJ ინსტიტუტების (IEK, IKP, INM, PGI) წამყვანმა მეცნიერებმა ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები წინასწარ შერჩეული ქართველი სტუდენტებისათვის (GTU, TSU, AUG, ISU). სასწავლო კურსებისთემები შერჩეული იყო ფუნდამენტური მეცნიერების სფეროებიდან და მოიცავდა ლექციების კურსს ექსპერიმენტულ და თეორიულ ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში და ჯანმრთელობის მიმართულებით, ასევე საინჟინრო მეცნიერებაში, აქცენტი გაკეთებული იყო ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამ ღონისძიებებისგარდა ქართულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში ტარდებოდა ტრადიციული "ვორქშოფები და საზაფხულო სკოლები" (ე.წ. GGSWBS), რომლებიც 2004 წელს დაიწყო და პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა 2022 წელს კვლავ განახლდა.


2023 წლის 26-30 ივნისს GGSB კონცეფციის ფარგლებში კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში (საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში) ჩატარდება ლექციები განახლებული ფორმატით, რომელიც იქნება „შემოდგომის ლექციები თბილისში“ პროექტის
გაგრძელება. ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (სამედიცინო ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები და სხვა), ქიმიის (ენერგიისა
და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებს. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს წაეკითხებათ ლექციები, მათ ექნებათ საშუალება წარმოადგინონ თავიანთი თავი და გააკეთონ მოკლე მოხსენებები (მოხსენება შეიძლება იყოს საბაკალვრო ან სამაგისტრო თემის
ირგვლივ, რომელიც უკვე შესრულებულია ან იგეგმება, ან სტუდენტის მიერ დამუშავებული რაიმე თემა). სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (პროექტში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა) ადგილობრივი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ,
აგრუნი, ილიაუნი და ქსუ) სტუდენტებს. პროექტში მონაწილეობის მსურველმა თსუ-დან მიმართეთ თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს
მირიან ტაბიძეს. საკონტაქტო ინფირმაცია: mirian.tabidze@tsu.ge, 577 665598. სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 31 მაისამდე.

 

სტუდენტები (რომლებიც წინასწარ უნდა აირჩიონ საქართველოს კონსორციუმის წევრმა უნივერსიტეტებმა) საბოლოოდ შეირჩევიან ქართველი/გერმანელი ხელმძღვანელებისა და ინსტიტუტის დირექტორებისგან შემდგარი კოლეგიის მიერ გასაუბრების წესით და მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტებს გერმანიის ინსტიტუტებში სტაჟირებისთვის რამდენიმე კვირით (FZJ, GSI, HZDR, RWTH Aachen). პირველადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ
იხილოთ აქ:
http://www.fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2023/about-event