ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, 11 მაისს, მიიღო ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეკანის მოადგილე, ქალბატონო მანანა ლობჟანიძე, პროფესორი იოსებ ხელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
ფრანგ სტუმრებთან საუბარი შეეხო ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.