Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ, გახდი აუდიტორი 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 20 მარტიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტს გახდი აუდიტორი 2023-ს იწყებს.

პროექტი გათვალისწინებულია იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორები არიან. ასევე, პროექტის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებაში 2023 წლის 20 - 27 მარტს. პროექტი სტუდენტებს დაეხმარება სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების წარმატებით გავლაში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებსაც საშუალო შეწონილი ქულა (GPA) 3.5 ან მეტი აქვთ, ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე  და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე.

პროექტში ჩართვა შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტამდე (გათვალისწინებულია ხუთი ადამიანი).