Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამაგისტრო ნაშრომების დისტანციურად დაცვის შესახებ

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება Zoom-ის საშუალებით (წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება დეკანის ბრძანებით);
  • ბრძანება განთავსდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ასევე კათედრები აღნიშნულ ინფორმაციას აცნობებენ  მაგისტრანტებს;
  • zoom-ში ჩართვა განხორციელდება  საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად შედგენილი კომისიის თავმჯდომარის ID მისამართით და პაროლით, რომელიც წინასწარ ეცნობებათ მაგისტრანტებს;
  • მაგისტრანტები სამაგისტრო ნაშრომების მატერიალურ ვერსიას, შესაბამისი რეცენზიებით წარადგენს კათედრაზე. კათედრა აღნიშნულ მასალებს გადააბარებს კომისიის მდივანს;
  • სამაგისტრო ნაშრომებისა და რეცენზენტების ელ. ვერსიების თავმოყრის ორგანიზებას განახორციელებს შესაბამისი კათედრა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გადააგზავნის კომისიის მდივანთან;
  • მაგისტრანტს ევალება CD-ზე ჩაწერილი წარმოადგინოს როგორც სამაგისტრო ნაშრომი, ასევე  რეცენზიებისა და ხელმძღვანელის დასკვნის სკანირებული ვერსიები;
  • კომისიის მადივანი მაგისტრანტების მიერ წარმოდგენილი მასალის ელ. ვერსიას (სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე) გადაუგზავნის კომისიის წევრებს;