Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების პრეზენტაცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 22 დეკემბერს, გაიმართა 2022 წლის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

 

ღონისძიებას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. პრეზენტაციას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ლაშა საღინაძე და სამეცნიერო სამსახურის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილი.

 

2022 წელს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე, ყოველწლიური სამეცნიერო საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ათი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განხორციელდა:

 

1. ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის მდგრადი განვითარების მექანიზმი: გამოწვევები და შესაძლებლობები სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფისათვის“, -  ხელმძღვანელი პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

 

2. ,,ინსტიტუტების გავლენა საზოგადოებრივი დოვლათის ეფექტიან წარმოებაზე (ექსპერიმენტული ეკონომიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით)“, - ხელმძღვანელი პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;

 

3. „მცირე ბიზნესის ანტიკრიზისული რეგულირების მეთოდები კოვიდ-19 პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში“, -  ხელმძღვანელი პროფესორი თემურ შენგელია;

 

4. ,,პანდემიური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა წამყვანი ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის მეტამორფოზის ფონზე“, - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა;

 

5. ,,Covid-19 პანდემიის პირობებში ბიზნესის სექტორული აქტიურობის შედარებითი სტატისტიკური კვლევა“,- ხელმძღვანელი პროფესორი სიმონ გელაშვილი; 

 

6. „საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ეფექტიანობის კვლევა კონკურენტუნარიანობის კონტექსტით”, - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე;

 

7. ,,საპენსიო აკადემიური პერსონალის პოტენციალის გამოყენება და პოსტსაპენსიო პერიოდის პრობლემები“, - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;

 

8. „საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე“, - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე;

 

9. ,,შრომითი და საგანმანათლებლო დაბრუნებითი მიგრაცია საქართველოში”, -  ხელმძღვანელი პროფესორი მირიან ტუხაშვილი;

 

10. ,,ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან კოორდინირებული სამრეწველო პოლიტიკის ფორმირება და მისი გატარების შესაძლებლობები საქართველოში“ - ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი.