Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების ონლაინ პრეზენტაცია

16 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების ონლაინ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ღონისძიებას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. შეკრებილ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პანდემიის მიუხედავად უნივერსიტეტში აქტიურად მიმიდნარეობს სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა. „ჩვენ გვაქვს არჩეული სწორი სტრატეგია. ქვეყნის განვითარება იწყება კადრების მომზადებით საუნივერსიტეტო სივრცეში. ამდენად, ბევრი სიახლე გვექნება ახალი სასწავლო წლიდან, მზადდება სპეციალური წამახალისებელი პროექტების, გრანტების სისტემა, რომელიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდება იანვრის თვიდან და მიეძღვნება პროფესორების წახალისებას, პუბლიკაციებს, კვლევებს, სამეცნიერო მიმართულებით",- განაცხადა რექტორმა.

2020 წელს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე, ყოველწლიური სამეცნიერო საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ორი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განხორციელდა:

1. „თსუ-ის კონკურერტუნარიანობის შეფასება აბიტურიენტების დამოკიდებულების კვლევის საფუძველზე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაგალითზე)“ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით. რომლის ძირითადი დებულებები წარმოადგინა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა.

2. „მცირე ბიზნესის ფაქტორული მწარმოებლურობა და საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოში“. კვლევა განხორციელდა საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორის დავით სიხარულიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც თავად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ძირითადი შედეგების პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა თხუთმეტი პირი, რომელთაგან  ათი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალია და ხოლო ხუთი სტუდენტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და კვლევითი ჯგუფების მუშაობას მაღალი შეფასედა მისცეს თსუ-ის ვიცე რექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა: ვლადიმერ პაპავამ, ელგუჯა მექვაბიშვილმა, ეთერ ხარაიშვილმა, მირიან ტუხაშვილმა, სიმონ გელაშვილმა და სხვებმა.