Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეკანის შეხვედრა თურქ სტუმრებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, 14 ივნისს, მიიღო თურქ მეცნიერთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ესქიშეჰირის ოსმანგაზის  უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დერვიშ ტუგრულ კოიუნჩო (Derviş Tuğrul KOYUNCU), ტურიზმის მიმართულების  ასისტანტ პროფესორი მაჰმუტ შამი ისლეკი (Mahmut Sami İŞLEK) და ჩუქუროვას უნივერსიტეტის ბუღალტერიისა და გადასახადების დეპარტამენტის ერაზმუს პლუსის კოორდინატორი, პროფესორი ორჰან ჩენგიზი (Orhan Cengiz)

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია და ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვაკო არღუთაშვილი. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.