Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაცვლით პროგრამებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

ინფორმაცია გაცვლით პროგრამებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატების შესახებ

           თსუ-ის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მუდმივად ხდება  გაცვლით პროგრამებში თსუ-ის სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა, სადაც ეკონომიკისა და ბიზინესის ფაკულტეტის სტუდენტები საკმაოდ მაღალი აქტივობით გამოირჩევიან. შემოდგომის შემესტრში თსუ-ის ყველა ფაკულტეტზე გასაუბრებაში მონაწილე 162 აპლიკანტს შორის  26 იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელთა შორის სტიპენდია მიიღო 10 სტუდენტმა (8 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო საფეხურის). სტიპენდიანტი 10 აპლიკანტიდან (9 ინგლისურენოვანი და 1 გერმანულენოვანი) 4 არის ISET-ის საბაკალავრო პროგრამიდან (1 გერმანულენოვანი და 3 ინგლისურენოვანი). ასევე აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი გულითად მადლობას გამოხატავს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიმართ თანამშრომლობისთვის და მოტივირებული სტუდენტების ხელშეწყობისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტიდან წარგზავნილ საბუთებში არც ერთი პრობლემური ქეისი აპლიკაციის ეტაპზე არ ჰქონიათ, რაც ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხრიდან წარდგენილი საბუთების დამსახურებაა. ფაკულტეტიდან კომისიის წევრად წარმოდგენილმა ყველა პროფესორმა ჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რასაც საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხრიდან საკმაოდ დიდ მხარდაჭერად და თანადგომად მიიჩნევს. ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ღირსეულად წარმოაჩენენ ფაკულტეტს და კვლავ წარმატებას მიაღწევენ აღნიშნულ კონკურსებში.