ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის - „შეხვდი ინდუსტრიის ლიდერებს“ ფარგლებში გაიმართება სტუდენტების შეხვედრა სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi-ის გენერალურ მენეჯერთან, ქალბატონ ქეთევან ლორთქიფანიძესთან.
შეხვედრის დეტალები:
თარიღი: 2026 წლის 15 ოქტომბერი, ხუთშაბათი;
დრო: 13:00 საათი;
ადგილი: თსუ ტურიზმის სკოლა, 405-ე აუდიტორია;
მისამართი: თსუ IX კორპუსი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №44.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ პროფესიულ გამოცდილებას, ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის Georgian Tourism Association (GTA) მხარდაჭერით.
Date:
12/10/2026