Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და მაგისტრანტების საყურადღებოდ!

შპს „აპექსი“ ახორციელებს ბიზნეს-კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისთვის შეიქმნა ქართული წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსხვილ და საშუალო სიდიდის ქართულ კომპანიებში.

 კომპანია მზარდია, ამიტომ გვაქვს  ყოველწლიური დასაქმების პროგრამა. განსაკუთრებით წარმატებული მსმენელები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმებაზე ჩვენს კომპანიაში. ყველა დანარჩენი კურსდამთავრებული ჩაირიცხება ჩვენს საკადრო რეზერვში. ისინი დასაქმდებიან ჩვენს პარტნიორ კომპანიებში. ყველა, ვინც დაასრულა ეს კურსი, დღეის მდგომარეობით დასაქმებულია.

დასაქმების პროგრამის მიზანია შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ჯგუფებში მუშაობას, ჩვენი კლიენტების პერსონალის გადამზადებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას.

დასაქმების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიისა და პროგრამულ უზრუნველყოფა Apex ERP-სთან მუშაობის შესწავლას. მსმენელები ასევე გაეცნობიან სამეწარმეო კანონის, შრომის კანონთა კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ძირითად დებულებებს.

ყურადღება! დასაქმების მსურველებისთვის აუცილებელია ეკონომიკისა და ბიზნესის ან მონათესავე სპეციალობის ბაკალავრიატის დამთავრების დოკუმენტი, თუმცა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას პარალელურად გაიარონ სტაჟირებაც.

ყველა მსმენელს ექნება საკუთარ მონაცემთა ბაზასთან წვდომის საშუალება, რომლებიც კურსის მსვლელობისას მიცემულ დავალებებს პროგრამა Apex ERP-ში შეასრულებენ.

სწავლების ხანგრძლივობაა 2.5-3 თვე.

ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 2 საათის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში.

შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:

რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს  რეზიუმეს მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);

ინდივიდუალური გასაუბრება და ტესტირება ჩვენს ოფისში (ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ ამოცანებს. ტესტირება ტარდება ერთ დღეს ყველა კანდიდატისთვის და შედეგების გასწორება მოხდება იმავე დღეს, კანდიდატის თანდასწრებით).

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: lado@apex.ge

იჩქარეთ! რეზიუმეების მიღება შეწყდება კანდიდატების ტესტირებისთვის საჭირო რაოდენობის შერჩევისთანავე და ეს განცხადებაც მოიხსნება საიტიდან. სწავლების  დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 3 აპრილი. დამატებითი ინფორმაცია შპს „აპექსის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე: http://www.apex.ge და http://support.apex.ge

სწავლების პერიოდში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
  • ფულადი საშუალებების მოძრაობა და აღრიცხვა;
  • მოთხოვნების აღრიცხვა;
  • მარაგების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გადასახადების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშგება

პროგრამულად დაამუშავებენ შემდეგ თემებს:

  • საბუღალტრო გატარებების წარმოება.
  • საქონლის შესყიდვის, წარმოებისა და რეალიზაციის აღრიცხვა;
  • დისტრიბუციის მოდული.
  • წარმოების მოდული.
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ხელფასების აღრიცხვა;