Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ეკონომისტთა

V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება

კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში

კონფერენცია ტარდება 8 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს

 

კონფერენციაზე იქნება განხილული შემდეგი პრობლემატიკა:

 

  • კონფრონტაციული გლობალიზაცია და გლობალური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები;
  • საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები შუა დერეფნის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში;
  • ეკონომიკურ მეცნიერების მიერ ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში;
  • ეკონომიკური პოლიტიკის ახალი გამოწვევები;
  • ეკონომიკური ზრდის და განვითარების ახალი პრობლემები;
  • მდგრადი ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და ტენდენციები;
  • მსოფლიო ეკონომიკაზე კონფრონტაციული გლობალური პროცესების გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
  • კონფრონტაციული გლობალური პროცესების  საქართველოს ეკონომიკაზე  გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
  • ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები;
  • მაკრო რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტები;
  • მონეტარული, ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკების თავისებურებები;
  • მიკროეკონომიკური გარემო და მისი გაუმჯობესების ძირითადი ინსტრუმენტები;
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები  და საგარეო ვაჭრობა;
  • საფინანსო ბაზრებისა  და ეკონომიკური ციკლების ახლებური გააზრება;
  • სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის თეორია და პრაქტიკა;
  • ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების თანამედროვე მექანიზმები;
  • მოსალოდნელი ინსტიტუციური ცვლილებების ძირითადი მიმართულებები;
  • კონკურენტუნარიანობის ახლებური გააზრება;
  • კონფრონტაციული გლობალიზაცია და ენერგეტიკული პრობლემა;
  • უცხოური პირდაპირი ინვესტიციების როლის ახლებური გააზრება;
  • ეკონომიკური პრობლემების სივრცობრივ-რეგიონული  ასპექტები;
  • დემოგრაფიული და მიგრაციული  პროცესები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში;
  • ინოვაციური განვითარების გზების ძიება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პრობლემები;
  • სოციალური სფეროს გამოწვევები  და გადაჭრის გზები;
  • საზოგადოებრივი  ჯანდაცვის გამოწვევები და მათი გადაჭრის ძირითადი;
  • ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და ეკოლოგიური პრობლემები.

 

კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:

 

2023 წლის 8 სექტემბერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

(ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ)

სამუშაო ენა: ქართული

 

ორგანიზატორები:

 

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.

 

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თავმჯდომარე;

პროფესორი ვახტანგ ჭარაია (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით) - თანათავმჯდომარე;

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) -- თანათავმჯდომარე;

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები:

 

   აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი (საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია).

რამაზ აბესაძე (თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტი);

იური ანანიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

გივი ბედიანაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - პასუხისმგებელი მდივანი;

თეიმურაზ ბერიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

სიმონ გელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

რევაზ გველესიანი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ნუგზარ თოდუა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

მიხეილ თოქმაზიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

მერაბ კაკულია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი);

მურმან კვარაცხელია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

პაატა კოღუაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

ელგუჯა მექვაბიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ავთანდილ სულაბერიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);

მირიან ტუხაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

თეიმურაზ შენგელია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ვლადიმერ ღლონტი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ეთერ ხარაიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

 

ეკონომიკის დოქტორები, პროფესორები:

 

  ბადრი გეჩბაია (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  თეა ლაზარაშვილი (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი);

  მანანა ლობჟანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  დავით ნარმანია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  თენგიზ თაქთაქიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი);

  ლევან საბაური (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  დემურ სიჭინავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  გიორგი ღაღანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  ნინო ფარესაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  მაია მელაძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი);

  ლევან ქისტაური (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის

  სახელობის  ქართული  უნივერსიტეტი);

  თეა ხორგუაშვილი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  ნათელა წიკლაშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  გიორგი ღავთაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

  ემზარ ჯგერენაია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

საორგანიზაციო ჯგუფი

 

ლანა ებრალიძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი); უჩა გოგრიჭიანი (თსუ);

თემურ გოგოხია (თსუ  პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).

                                                   

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ვადები:

 

  • ანოტაციის (არაუმეტეს 500 სიტყვისა) წარდგენის ბოლო ვადაა 2023  წლის 15 მაისი;
  • მოხსენების (სტატიის - არაუმეტეს 3 000 სიტყვისა, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს - 2,5 სმ., ზედა და ქვედა - 2 სმ., გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს, სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი და ელფოსტა, ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 150-300 სიტყვა (ნაშრომის მთავარი შინაარსის ასახვით), საკვანძო სიტყვები 3-5, აკრეფილი Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 12). წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი;
  • წარმოდგენილი სტატიები ელექტრონული ფორმით გამოქვეყნდება საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულში;
  • კრებულში სტატიის გამოქვეყნების წინაპირობაა კოფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა.

 

საკონფერენციო მასალები უნდა გაიგზავნოს პროფ. გივი ბედიანაშვილის ელექტრონულ მისამართზე: givi.bedianashvili@tsu.ge და ასევე, პარალელურად პროფ. თენგიზ თაქთაქიშვილის ელექტრონულ მისამართზე: tengiz.taktakishvili@gruni.edu.ge.