Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზიის ბიზნეს აკადემიის (AAB, Academy of Asian Business) საერთაშორისო კონკურსი WACC 2020 (World Asian Business Case Competition)

საქართველოს   განათლების,   მეცნიერების,   კულტურისა   და   სპორტის   სამინისტროში მიმდინარე   წლის   28   თებერვალს   შევიდა   საგარეო   საქმეთა   სამინისტროს   N258175 კორესპონდენცია,  რომლის  თანახმად,  აზიის  ბიზნეს  აკადემია  (AAB,  Academy  of  Asian Business)  საერთაშორისო  კონკურსში  WACC  2020  (World  Asian  Business  Case  Competition) მონაწილეობის     მისაღებად     იწვევს     საქართველოს     უმაღლესი     საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს, კონკურსი ტარდება სახელწოდებით „How Asian Brands Soar”. მასში მონაწილეობის მსურველებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა) უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია, წამყვანი აზიური კომპანიის საქმიანობის და მისი მსოფლიო წარმატების შესახებ. კონკურსში მონაწილე საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა 8 აგვისტოს ეწვიოს სეულს, სადაც გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული.

ზემოაღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მონაწილეობის შესახებ პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ მ.წ. 1 აპრილამდე, ხოლო მ.წ. 12 ივნისს გამოვლინდებიან ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები.

AAB, ასევე აწესებს ჯილდოს კატეგორიებში: „The AAB Best Educator of the Year Award” და „The Best Business Creative Capitalism Award“. ჯილდო გადაეცემათ ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში, საგანმანათლებო საქმიანობით დაკავებულ წარმატებულ პირებს. მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: http://aabworld.org/activities/International_competition.php?ckattempt=1

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი: