Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიზი ბაზერაშვილი

ლიზი ბაზერაშვილი  თბილისის 213-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგია.  სასურველ პროფესიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიული განათლების ცენტრში დაეუფლა. ქართული ენის ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ პროფესიული განათლების მიღება სკოლამდელი აღზრდით დაინტერესებამ გამოიწვია. ლიზი 2021 წლის კურსდამთავრებულია.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

„ძალიან მინდოდა საჯარო ბაღში მუშაობა. დაინტერესებული ვიყავი სკოლამდელი აღზრდით. ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა პროფესიულ პროგრამაზე, სადაც მივიღებდი ისეთ ცოდნას რაც დამეხმარებოდა ბავშვებთან ყოველდღიურ მუშაობაში და მათთან ურთიერთობაში“,-განაცხადა ლიზი ბაზერაშვილმა.

 

მისი თქმით, მიღებული ცოდნა და გამოცდილება სააღმზრდელო პროცესის წარმართვაში ძალიან ეხმარება. „ბაღში მუშაობა  ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი აზრით, თითოეული ბავშვი ის პატარა, ლამაზი და საინტერესო სამყაროა, რომელიც აღმზრდელმა უნდა აღმოაჩინოს, გააფერადოს, მისცეს ყველაფერი, რაც შემდგომში ბავშვს ჩამოაყალიბებს ღირსეულ პიროვნებად. პიროვნების და ადამიანის ჩამოყალიბება ხომ სწორედ სკოლამდელი ასაკიდან იწყება“,- აღნიშნა ლიზიმ. ის დარწმუნებულია, რომ პროფესიულ წარმატებაში თსუ პროფესიულ ცენტრში გატარებულმა წლებმა თავისი წვლილი შეიტანა. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ამ პროფესიულ კურსზე გატარებული თითოეული დღე. გავიცანი ბევრი   კარგი პიროვნება და პროფესიონალი სკოლამდელი აღზრდის სფეროში, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ“,- დასძინა ლიზი ბაზერაშვილმა.