Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეკლე გურგენიძე

თეკლე გურგენიძე საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში, მათ გაშუქებაში, ინფორმაციის სწორად დამუშავებასა და გავრცელებაში თსუ პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეხმარება. ის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას თეკლეს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა ემუშავა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე, როგორიცაა აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი-კახეთი 2019, “Welcome Challenge - სტუმართმოყვარეობისა და ტურისტული ინდუსტრიის ინოვაციების გლობალური ფორუმი” და სხვა.  ამ გამოცდილებამ მიახვედრა რომ ღონისძიებები სწორედ ის სფერო იყო, რომელთანაც მომავალი კარიერა უნდა დაეკავშირებინა. 2019 წელს სტუდენტური დასაქმების პროგრამით მუშაობა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დაიწყო, უამრავი საუნივერსიტეტო ღონისძიების დაგეგმვის, ორგანიზების პროცესში მიიღო მონაწილეობა. „აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი არჩევანის სიზუსტეში. სწორედ ამიტომ, სამართლის მაგისტრატურასთან ერთად 2021 წელს ჩავაბარე თსუ პროფესიული ცენტრის პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“,-განაცხადა თეკლე გურგენიძემ.

 

პროფესიული განათლებისადმი ინტერესი ახლის ძიებით და დამატებითი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების სურვილით იყო განპირობებული. „ვიცოდი, რომ ღონისძიების ორგანიზების პროგრამაზე ძალიან კვალიფიციური სპეციალისტები ასწავლიდნენ და შევძლებდი დამატებითი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რასაც არსებულ სამსახურში და მომავალი კარიერული ზრდისთვის გამოვიყენებდი,”-აღნიშნა თეკლემ და დასძინა-„პროგრამამ მოლოდინები გაამართლა და ის სფერო რომელშიც უკვე მესამე წელია ვსაქმიანობდი უფრო სიღრმისეულად დამანახა. გავიცანი საოცარი სპეციალისტები და თავისი საქმის პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს ცოდნას გვაძლევდნენ“.

 

პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ დასრულების შემდეგ მას წინსვლისა და ცვლილებების სურვილი გაუჩნდა. თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შემდეგ თეკლე გურგენიძე წარმატებულ კარიერას   საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში აგრძელებს.