Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურა კალაძე

 

ზურა კალაძე თბილისის სკოლაში „ახალი თაობა“ ფრანგული ენის მასწავლებელია და ამავე სკოლის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს.  პროფესიულ პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ სწავლა 2020 წელს გადაწყვიტა და არჩევანი თსუ-ზე გააკეთა. ზურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                              

                                                                                                                                              

მიღებული ცოდნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობისთვის საუკეთესო წინაპირობა აღმოჩნდა. „თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრმა მომცა შესაძლებლობა მესწავლა იმ პროგრამაზე, რომელიც ჩემთვის ყოველთვის  საინტერესო იყო. ამიტომ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და ჩავაბარე საბიბლიოთეკო პროგრამაზე. მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დამეხმარა შემდგომ ეტაპზე დავსაქმებულიყავი ამ პროფესიით“, - განაცხადა ზურა კალაძემ.

 

სკოლაში საქმიანობის პარალელურად ზურა კალაძე ორგანიზაცია „Francophonoba” - ის წევრია. ასევე სწავლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და  ახალ პროფესიას ეუფლება კოლეჯის „იკაროსი“ საკონდიტრო პროგრამაზეორგანიზაცია „Francophonoba” - ის წევრი. პარალელურად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და  კოლეჯ „იკაროსში“ საკონდიტრო პროგრამაზე.

 

1.ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ?

- ამჟამად ვარ სკოლა „ახალი თაობის“ ფრანგული ენის მასწავლებელი და ამავე სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. ასევე ორგანიზაცია „Francophonoba” - ის წევრი. პარალელურად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე ფრანგული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და  კოლეჯ „იკაროსში“ საკონდიტრო პროგრამაზე.

 

2.რატომ გადაწყვიტეთ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლა?

- თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრმა მომცა შესაძლებლობა მესწავლა იმ პროგრამაზე ,რომელიც ყოველთვის ჩემთვის საინტერესო იყო, ამიტომ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და ჩავაბარე საბიბლიოთეკო პროგრაამაზე,სადაც მიღებული ცოდნა გამოვიყენე შემდგომ ეტაპზე დავსაქმებულიყავი ამ პროფესიით.

 

3.როდის სწავლობდით და რომელ პროგრამაზე? რომელ წელს დაასრულეთ?

- საბიბლიოთეკო პროგრამაზე ვსწავლობდი 2020-2022 წწ

 

4.პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენეთ ახალ/არსებულ სამსახურში, თქვენს საქმიანობაში?

- პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დამეხამარა შემდგომში დავსაქმებულიყავი ჩემი პროფესიით სკოლა „ახალი თაობის“ ბიბლიოთეკაში