ეკატერინე ჯაფარიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. საოფისე საქმის პროფესიულ პროგრამაზე (ქუთაისი) სწავლა სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რადგან დარწმუნებული იყო რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მის კარიერულ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
ეკატერინე ჯაფარიძე რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტია. პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მას ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება.