Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიგა სოფრომაძე

 

გიგა სოფრომაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. რამდენიმე წელია წარმატებით უძღვება საქმიანობას დედაქალაქის მერიაში. გიგა თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

„თავად მეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ და ეს თემები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. გარდა მერიაში მუშაობისა, ვატარებ ტრენინგებს და ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობებში. ჩემი საქმიანობის სპეციფიკა მოითხოვს აქტივობების მუდმივ დაგეგმვას, რესურსების განსაზღვრა - მოძიებას, განხორციელების გეგმების შედგენას, საზოგადოებასთან და პარტნიორ უწყებებთან ან ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, კრიზისულ სიტუაციებში მუშობას და ა.შ. ამ პროცესებში მივხვდი, რომ მჭირდებოდა კვალიფიკაციის გაზრდა და ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც მარტივს და უფრო ეფექტურს გახდიდა ჩემს საქმიანობას“,- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გიგამ გადაწყვიტა კვალიფიკაციის გაზრდა და ისეთი ცოდნის მიღება, რაც მის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდიდა. ამიტომ, მეგობრის რჩევით, გადაწყვიტა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ღონისძიების ორგანიზების პროფესიული პროგრამისთვის მიემართა.

 

„სწავლის პროცესში, თეორიული და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ვისწავლე როგორ დავაკომპლექტო და ვმართო გუნდი, როგორ განვსაზღვროთ საჭირო რესურსები, გამოვავლინოთ რისკები და დავაზღვიოთ ისინი, დავხვეწე კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის ტექნიკები, რასაც ვიყენებ როგორც სამახურში, ასევე  ყოველდღიურობაში“,-განაცხადა გიგა სოფრომაძემ. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და ახალი პროფესია, პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება მისთვის უკვე ახალი იდეების და მიზნების საფუძველი გახდა.