Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არჩილ ჯავახიშვილი

არჩილ ჯავახიშვილი თსუ სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტია. მან ახლახანს მოიპოვა პენსილვანიის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება და მალე სწავლას ამ­ერ­იკ­ის ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის - პე­ნის (Penn University of Pensylvania) მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლებს.  

როგორც თავად ამბობს, სკოლაში სწავლის პერიოდში ექიმის პროფესიაზე ფიქრობდა, რადგან ოჯახსა და ახლო წრეში ბევრი ექიმი იყო. თუმცა, მე-8 კლასში იყო, როდესაც ბათუმში გამართულ სასკოლო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა სადაც იმიტირებული სასამართლო პროცესის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა თავის მომავალ პროფესიად იურისტობა აერჩია. “სამართალი არის სფერო, რომელიც ყველაფერს მოიცავს, იგი დაკავშირებულია ყველაფერთან და შეუძლებელია ნებისმიერი სტუქტურის არსებობა მის გარეშე, სწორედ ამიტომ მაინტერესებს და ავირჩიე ეს პეოფესია,”-ამბობს იგი. 

ამჯამად კერძო სამართლის მიმართულებით სწავლობს და ამერიკაშიც ამ სპეციალობით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ბიზნეს სამართლის გარდა, საემიგრაციო სამართლითაც არის დაინტერესებული. “მეტი კვალიფიციური იურისტია საჭირო ამ მიმართულებით. ბევრი ადამიანი მიდის საქართველოდან, ბევრი სხვვა ქვეყნიდან ჩამოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ადამინების არსებობა, რომელიც კარგად ერკვევა და ინფორმირებულია ამ საკითხებზე და ვთვლი რომ ეს ორი პროფესია ძალიან გამომადგება.” 

არჩილი ძალიან აქტიური სტუდენტი იყო. სხვადასხვა ეტაპზე იყო სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პეზიდენტი, ახალგაზრდა დიპლომატთა გუნდისა და ინოვაციური განათლების ცენტრის წევრი, ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში საქართველოს წამომადგენელი, ჩართულია სპარქსის პროექტში, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში სტუდენტთა ჩართულობას. თვლის, რომ თსუ და მისი იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა საქართველოში. უნივერსიტეტმა მისცა მას შესაძლებლობა მონაწილე ყოფილყო არა ერთი საინტერესო პროექტისა და დაეგროვებინა შესაბამისი ცოდნა. პირველი კურსიდანვე მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. მოგვიანებით კი, უკვე თავად იყო ჩართული როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული და სპორტული პროექტების ორგანიზებაში. “ორგანიზატორის ამპლუაშიც ვისმენდი მონაწილეთა გამოსვლებს კონფერენციებზე, ვისმენდი თანატოლებისა და პროფესორების აზრებს, რაც გარკვეულ გამოცდილებას მმატებდა წლების განმავლობაში,”-იხსენებს იგი. 

უცხოეთში სწავლის გაგრძელებისადმი დიდმა ინტერესმა გადააწყვეტინა გაეგზავნა საბუთები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. 12 მათგანიდან მიიღო თანხმობა, თუმცა არჩევანი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსტეტზე შეაჩერა. “მომეწონა ამ უნივერსიტეტის ისტორია, პროგრამები და მიდგომები სართაშორისო სტუდენტებთან. რა თქმა უნდა, არჩევანზე გავლენა დაფინანსების საკითხმაც მოახდინა. პენსილვანიის უნივერსიტეტმა სრულად დაფარავს ერთი წლის ხარჯებს” 

“პენსილვანიაში მიღებული ცოდნა პირველ რიგში პრაკტიკული კუთხით იქნება ძალიან მრავალფეროვანი რადგან იქ სწავლა პრაქტიკაზეა  ორიენტირებული, გამოცდილების მიღებაზე.  თსუ-ში უფრო თეორიულ ცოდნას ვიღებთ შესაბამისად  პრაკტიკული ცოდნა  ძალიან დამეხმარება მომოვალში. კერძო სამართლის გარდა შევისწავლით ამერიკის სამართალსაც, რაც შესაძლებლობას მომცემს შევადარო და განვასხვავო ქართული და მაერიკული სამართლის სისტემა,”-აღნიშნავს თსუ კურსდამთავრებული. 

გადაწყვეტილი აქვს, რომ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დოქტორანტურაზე განაგრძობს სწავლას პენსილვანიის უნივერსიტეტში. “პედაგოგიური საქმიანობითაც ვარ დაინტერესებული, რამდენად გამოვა ამერიკაში თუ საქართველოში ეს უკვე მეორე საკითხია. დოქტორანტურაში ჩაბარების მომენტიდან მაქსიმალურად  შევეცდები რომ  ჩემი თავი ამ მიმართულებითაც დავტვირთო. თუმცა, პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად პრაქტიკული კუთხით მინდა ვიყო ჩართული სამართლის სფეროში და პრაქტიკოსი იურისტი ვიყო,”-ამბობს არჩილი. 

ამჟამად მუშაობს ისეთ პრობლემურ თემაზე, როგორიცაა ცხოველთა სამართალი. აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქართული სმაართალი საგრძნობლად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და თითქმის არ მოიპოვება ინფორმაცია ამ საკითხებზე. “ვის უნდა მოვთხოვოთ ზიანის ანაზღაურება თუ ქუჩაში მაწანწალა ძაღლი მოგვაყენებს რაიმე ზიანს? არ გვაქვს უნფორმაცია თუ ვის უნდა მივმართოთ ასეთ დროს. ჩემს სამაგისტრო ნაშრომში უნდა ვიმსჯელო საქართველოში როგორ ვაწესრიგებთ ამ შემთხვევებს, რა შეგვიძლია ვისესხოთ და გამოვიყენით ევროპული პრაქტიკიდან” 

დამწყებ იურისტებს ურჩევს, რომ დასახული მიზნებისთვის სწავლის პირველ ეტაპებზევე დაიწყონ მუშაობა და იყვნენ მაქსიმალურად აქტიური სტუდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვონ.