ანა ხეცაძე “კრედო ბანკში” უფროსი კლიენტთა მრჩეველია. პროფესიულ პროგრამაზე “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) სწავლისას მიღებული ცოდნა ანას ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება.
ანა ხეცაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
“თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირველ რიგში, თსუ როგორც უძველესი უნივერსიტეტი, ჩემთვის ხარისხიანი განათლების გარანტიაა. მეორეც, ის თეორიულ ცოდნასთან ერთად ,იძლევა რეალურ პრაქტიკულ ცოდნას, რისი გამოყენებაც შრომის ბაზარზეა შესაძლებელი”, - განაცხადა ანამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ პროფესიული განათლება მას განვითარებისკენ ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.