Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანა ერემეიშვილი

ანა ერემეიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განთლების ცენტრის 2022 წლის კურსდამთავრებულია. ანა საჯარო მოხელეა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უფროს სპეციალისტად მუშაობს.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

ანა ერემეიშვილი წლების განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში საქმიანობდა, რის შემდეგაც ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა. ამიტომ არჩევანი თსუ პროფესიულ პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“
(ქუთაისი) გააკეთა. მისი სამომავლო გეგმები კვლავ საფინასო სფეროს უკავშირდება.

 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში არაჩვეულებრვი ლექტორები უძღვებოდნენ საგნებს. მათი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლეთ და დავნერგეთ პრაქტიკაში“,-აღნიშნა ანამ. მისთვის პროფესიულ მოდულებთან ერთად განსაკუთრებით საინტერესო „სამოქალაქო განათლება“ აღმოჩნდა.  „აქ გავიარეთ დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, ვისწავლეთ სწორად დებატების წარმართვა, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის“,-განაცხადა ანა ერემეიშვილმა.