Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზა კრავეიშვილი

 

„მე ვარ აზა კრავეიშვილი. ვემსახურები საქართველოს!“-აზა კრავეიშვილი თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცერია. მას დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ინტერესი საბაჟო საქმისადმი და პროფესიის შესწავლა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში გადაწყვიტა. აზა საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებულია.                                                                                                                         

                                                                                                                                                                                                                                                                          

„ყოველთვის მაინტერესებდა რა  გზას გადიოდა საქონელი საზღვრიდან მომხმარებლამდე და, ამ ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე საბაჟო საქმის შესწავლა,“-აღნიშნა აზა კრავეიშვილმა.

 

მისივე თქმით, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრმა საკმაოდ დიდი ცოდნა მისცა. „პროგრამამ მომცა საშუალება გამეცნო ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც უშუალოდ   არის ჩართული ამ საქმიანობაში. პრაქტიკოსი მასწავლებლები დეტალურად გვიხსნიდნენ იმ ეტაპებს, რასაც გადიოდა ტვირთი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვედრიდან  გაფორმებამდე და ამან ბევრად დიდი გახადა მებაჟის პროფესიით დასაქმების სურვილი“,-განაცხადა აზამ. ის უკვე ერთი წელია რაც  მებაჟე ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობს.