Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აპლიკანტების (მე-5 მიღება) ჩარიცხვის, მსმენელის სტატუსის მინიჭებისა და ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 ოქტომბრის N26453/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩაირიცხონ   პროფესიული   გადამზადების   პროგრამაზე   „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (მე-5 მიღება) აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) შესაბამისად და მიენიჭოთ მსმენელის სტატუსი.
2.  წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე ჩარიცხული მსმენელების სასწავლო  პროცესის  ვადა  განისაზღვროს  მიმდინარე  წლის  20  ოქტომბრიდან  16
ნოემბრის ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 306/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და
„პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2021   წლის   2   ილისის   №42/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ 22-ე მუხლის პირველი, მე-2,   პუნქტების, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-14 მუხლის პირველი, მე-2,  პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 12 ოქტომბრის N26251/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს დანართი N1 შესაბამისად.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში           ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 300/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11  პუნქტების,  რექტორის  ბრძანების  (N  103/01-01;15/04/2022), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 26168/10; 11/10/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის  პროგრამის  ფარგლებში  პარტნიორი 
ოსლოს  უნივერსიტეტის  მიერ  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 13 ოქტომბერს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ   ლორია,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო კვირიკაშვილი,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით          და          მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში          ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 301/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის დაპროგრამება Python ენაზე (საბაზისო კურსი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 06 ოქტომბრის N25561/10 და თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 11 ოქტომბრის
N26090/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი  დაპროგრამება Python ენაზე (საბაზისო კურსი) (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში       ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 299/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა მე-5 ნაკადის ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 12 ოქტომბრის N26352/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.განისაზღვროს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა მე-5 ნაკადის ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე; 
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ)  პროფესიული გადამზადების პროგრამით  -  „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“  განსაზღვრული  წინარე  განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. 
დ.ა.)თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.
ე) ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 13 და 17 ოქტომბერი.
3. ამ   ბრძანების   მე-2   პუნქტით   განსაზღვრულ   ვადაში   შესაბამისი   დოკუმენტების
წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში           ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 302/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და   კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრის №20/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის დიმიტრი კორძაიას 2022 წლის 5 ოქტომბრის N 25219/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორად  4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 13 ოქტომბერს.საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022  წლის 14 ნოემბრიდან  2022 წლის 18 ნოემბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ  აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 დეკემბრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

უროლოგიის კათედრა
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ა“)

სამედიცინო  რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრა 
ასისტენტ-პროფესორი 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ბ“)

სტომატოლოგიის დეპარტამენტი: ყბა-სახის ქირურგიის  კათედრა
ასისტენტ-პროფესორი 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ბ“)

ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ა“)

5. ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის  ანკეტა, შევსებული  დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში   არ   შეიძლება   დასაქმდეს    „სქესობრივი თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ  მიმართულ   დანაშაულთან ბრძოლის  შესახებ“  საქართველოს  კანონით   გათვალისწინებული   სქესობრივი თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის   ნასამართლევი   პირი    ან/და   პირი,    რომელსაც  იმავე    კანონის საფუძველზე  სასამართლომ  ჩამოართვა   საგანმანათლებლო  დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ  კონკურსში  მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია  თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი  მონაცემები  სრულად უნდა  იყოს ასახული  თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ)  შესაბამისი  დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული  თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და  ცხრილის   მოთხოვნებთან   შესაბამისობაში.   სილაბუსს   უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა  სრულად შეესაბამება  თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის  წერილს იმ   ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს  აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ  მონაცემებს;
ლ.გ.  კლინიკურ  ბაზაზე/ბაზებზე არსებული  სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი  სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.  დადასტურების წერილს,  რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ  ელექტრონული რესურსები;
6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 14 ნოემბრიდან  2022 წლის 18 ნოემბრის  ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,  ა. ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე  ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7.   ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი N1-ის  მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს თანხმობა  მხოლოდ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის
დაკავებისთანავე)    და  დაადასტუროს  ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ  არ გააჩნია ძალაში  მყოფი ანალოგიური  ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება   გამოქვეყნდეს გაზეთ  "თბილისის    უნივერსიტეტი"   ელექტრონულ გვერდზე.
9.   ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე     ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ  პირსა  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (მედიცინის ფაკულტეტი,   საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,
შიდა  აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების    დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 304/01-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2022 წლის 12 ოქტომბრის №298/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების  ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის  დამტკიცების  შესახებ” რექტორის 2022  წლის 12 ოქტომბრის №298/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს წინამდებარე სახით:

„ი)  კახაბერ ლორია  (თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი), კომისიის წევრი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 305/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველიპუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის მე-9 და მე-11  პუნქტების,  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №96/2022 დადგენილების, რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2022 წლის 10 ოქტომბრის N25901/10 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის  შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით გოგოლი (თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი), კომისიის წევრი;
ბ) თამარ გურული (თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი), კომისიის წევრი;;
გ) თინათინ დავითაშვილი (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი; 
დ) ხათუნა ლორია (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი;
ე) რუსუდან თავართქილაძე (თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
- თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე), კომისიის წევრი;
ვ)  ნოდარ  ხოდელი     (თსუ-ს  მედიცინის  ფაკულტეტის  ასოცირებული  პროფესორი), კომისიის წევრი;
ზ)  მარინე  ტურაშვილი  (თსუ-ს დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი- თანამშრომელი), კომისიის წევრი;
თ) ნინო ქარქაშაძე (თსუ-ს   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი), კომისიის წევრი;
ი) თეონა მატარაძე (თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი;
კ) ლალი ჩიკვილაძე (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), კომისიის წევრი.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  შესასრულებლად  გადაცემა  მასში  მოყვანილ  დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით– გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში            ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 298/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 25830/10; 10/10/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის    თსუ-ს ორმხრივი   თანამშრომლობის   ხელშეკრულების ფარგლებში  პარტნიორი  ევროპული  უნივერსიტეტების  მიერ  თბილისის 
სახელმწიფო    უნივერსიტეტის       სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 12 ოქტომბერს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ფიქრია ასანიშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირაკლი   კახიძე,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნაზი    ფარსადანიშვილი,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ეკა   ლეკაშვილი,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) მარიამ გაიდამაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. ნათია კალანდაძე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დამტკიცდეს    კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით          და          მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 296/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე    ჩარიცხვის    წესი    და   პირობები“ 21-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის MES 5 22 0001223972 წერლის (04/10/2023), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 03 ოქტომბრის N291/01-01 ბრძანების    „სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 03 ოქტომბრის N 287/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 10 ოქტომბრის N25825/10 წარდგინების საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ  2022  წელს  პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) და დანართი №2 (ქუთაისი) შესაბამისად.
2. ჩაირიცხონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტები 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დანართი №3 (თბილისი) შესაბამისად.
3. ჩაირიცხოს  უცხოეთში  მცხოვრები  თანამემამულის  სტატუსის  მქონე  უცხო  ქვეყნის მოქალაქე, აპლიკანტი 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დანართი
№4 (თბილისი) შესაბამისად.
4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 867/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ძირითადი    საგანმანათლებლო    ერთეულების    შესაბამისად,თანდართული სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორი               გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 856/01-04

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 01ივლისის N121/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2022 წლის 01 ივლისის N121/02-01 „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების   ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში   2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“    ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2022 წლის 05 ოქტომბრის  N25404/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს    ცვლილება    „სსიპ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში
2022-2023 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 01 ივლისის N121/02-01 ბრძანების მე-5 პუნქტში და ამ ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ 5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის    აბიტურიენტთა    მოსამზადებლად    თითოეულ    საგანში    მასწავლებლების

ანაზღაურება  განისაზღვროს  1  ასტრონომიული  საათი  –  25  ლარის  ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);“

2.  დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
3.  დაევალოს       საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       ბრძანების       განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 205/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322    მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2022 წლის 30 სექტემბრის  N24736/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი,  რომელსაც  აქვს  -  დოქტორის  აკადემიური  ხარისხი  ან  მასთან  გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის და საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით (დანართი N1);

კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - მისი ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციები ან ბოლო 5 წელიწადში 5 პუბლიკაცია სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ამსახველი ცხრილის პირველი სამი პუნქტით გათვალისწინებული სახეობების შესაბამისად (დანართი N1);

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,   არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)   და უნდა    ჰქონდეს    გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული    სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 31 მაისის N63/2017   დადგენილების   დანართი   N1-ის მე-2   მუხლის   მე-4   პუნქტში   მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.

5. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 7 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 9 ნოემბრიდან 2022 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი დეკემბრისა;

6. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული 
პროგრამირების განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორია მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

7. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი  თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო    პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
8. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
9. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
11. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 9 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1100-დან 1700 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N2, ოთახი N202.

12.  ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 293/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ N111/ნ ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 4 ოქტომბრის N25166/26 წარდგინების, თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 5 ოქტომბრის  N25273/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ   სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე


 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი              ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 847/01-04

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული (დანართი N1) სახით.
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 200/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2022 წლის 28 სექტემბრის N24320/10   მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში "თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მუდმივმოქმედი  საინვენტარიზაციო  კომისიის  შექმნის შესახებ”   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   2014   წლის   17   ოქტომბრის   №143/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო  კომისიას 2022 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 03 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3.დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 201/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა  და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების     და     წესის     დამტკიცების     შესახებ,     რომლებშიც     შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის  გავლა“,  ,,სსიპ  _ ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების,,,ა(ა)იპ-ივანე   ჯავახიშვილის      სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის  ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო        პროგრამების (პროფესიული        მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის       №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 03 ოქტომბრის № 24871/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული    დიპლომისშემდგომი     განათლების     (პროფესიული     მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  ლაბორატორიული მედიცინა - 5 რეზიდენტი
1.2.  თერაპიული სტომატოლოგია - 3 რეზიდენტი
1.3.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი
1.4.  ენდოკრინოლოგია - 1 რეზიდენტი
1.5.  უროლოგია - 1 რეზიდენტი
1.6.  ინფექციური დაავადებები - 1 რეზიდენტი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 10-14 ოქტომბერი;
2.2. გასაუბრება – 17 ოქტომბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება –18 ოქტომბერი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 294/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2022- 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით თსუ რექტორის N707/01-04, 07.09.2022 და N724/01-04, 13.09.2022 ბრძანებებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2022 წლის 07 სექტემბრის N707/01-04 და  13 სექტემბრის N724/01-04 ბრძანებებში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე  ნაწილების,  54-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,   55-ე  მუხლის  პირველი  და    მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25244/28; 05.10.2022; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N23314/27, 20.09.2022; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25249/30, 05.10.2022; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N23981/29, 26.09.2022; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N25439/31-01, 05.10.2022; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N24439/26, 28.09.2022 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N23904/32, 23.09.2022 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის    სტუდენტებს,   2021-2022   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ     ადგილზე     მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო     სასამართლოს     ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი          გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 855/01-04

„ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 29 სექტემბრის N283/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 29 სექტემბრის N283/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის“ (დანართი N1)  მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, რომელსაც უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 პუნქტში მითითებული ცნობა მისი სოციალური მდგომარეობის   შესახებ,   ასევე   გაცხადებული იყოს კანდიდატის   თანხმობა   მისი მონაცემების   მე-3   პირისთვის   გადაცემასთან   დაკავშირებით   (განაცხადის   წარდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში (I კორპუსი, ოთახი N114).“


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 292/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის   2013   წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის  №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე   ჩარიცხვის წესი         და      პირობები“  21-ე  მუხლის   მე-4  პუნქტის „გ“  ქვეპუნქტის,    სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის  მარეგულირებელი  წესი“  -ის  მე-13 მუხლის  მე-4 პუნქტის და თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 30 სექტემბრის N24741/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული  წინარე განათლების დამადასტურებელი  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი;
გ.ა.)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების   მე-4   ან/და   მე-5   დონის   დამადასტურებელი    დიპლომის   ან  უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი   დიპლომის  ნოტარიულად  დამოწმებული ასლი (საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის/პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი  დიპლომის/სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი);
გ.ბ.) თსუ-ს  კურსდამთავრებულის შემთხვევაში   უმაღლესი   განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი  ფაკულტეტის  ბეჭდით დამოწმებული;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტი (მმამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 01-06 ოქტომბერი.
3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრულ  ვადაში  შესაბამისი  დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების  (საგანმანათლებლო მომსახურების  შესახებ)  გაფორმება ქ.  თბილისში რეგისტრირებულმა  აპლიკანტებმა უნდა  მოახდინონ   შემდეგ  მისამართზე:  ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი  თსუ  პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების   (საგანმანათლებლო მომსახურების  შესახებ)  გაფორმება ქ.  ქუთაისში რეგისტრირებულმა  აპლიკანტებმა უნდა  მოახდინონ   შემდეგ  მისამართზე  - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ  პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა   და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 287/01-01