Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N N 30350/10; 16/11/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 18 ნოემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღაღანიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
გ) თეიმურაზ პაპასქირი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი        ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 345/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით საჭირო დამატებითი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით კომისიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“, და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N9887/10, 02.05.2022; N9973/10, 03.05.2022; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N10031/28, 03.05.2022; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის N17271/27, 19.07.2022; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N10161/30, 04.05.2022; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N17148/29, 18.07.2022; იურიდიული ფაკულეტეტის დეკანის N11461/31-05, 20.05.2022; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N10563/32, 10.05.2022 და  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  N6736/26, 24.03.2022; N17535/26, 21.07.2022 წერილების საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით საჭირო დამატებითი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით დამტკიცდეს კომისია (შემდგომში - „კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ მახარაძე - უნივერსიტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) შოთა ფოთოლაშვილი - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
დ) ქრისტინა ჩიხლაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ე) მერი კაპანაძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ვ) ნინო შავლიაშვილი - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ზ) ვაჟა ტრაპაიძე - უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
თ) ზვიად მურადაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ი) თეონა მატარაძე - უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
კ) ირმა მშვენიერაძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (კომისიის წევრი);
ლ) დარეჯან მურაჩაშვილი - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
მ) თამუნა ლომიძე - უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ნ) ქეთევან ბაქანიძე - უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).
2. კომისიას დაევალოს: შეისწავლოს და გამოკვეთოს უნივერსიტეტის ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საჭირო მიმართულებები.
3. კომისიამ გასატარებელი საჭირო ღონისძიებების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები/მოსაზრებები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 30 დეკემბრისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი         ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 346/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნიბესმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის 25 ოქტომბრის N27858/28 და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის   28 ოქტომბრის N28345/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „ბ“ მუხლის მე-2 თავის 2.2-6.(ა) პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2-6.    ბიოლოგიის    დეპარტამენტის    საინვენტარიზაციო    კომისია    (ა)   (მე-11 კორპუსი):
2.2-6.1. დიანა ძიძიგური, პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.2-6.2. გიორგი ბურჯანაძე, ასისტენტ პროფესორი;
2.2-6.3. ლევან რუსიშვილი, ასისტენტ პროფესორი;
2.2-6.4. ნინო არჩვაძე, ასოცირებული პროფესორი;
2.2-6.5. ნინო ჭიკაძე, ლაბორატორიის გამგე.“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „ბ“ მუხლის მე-2 თავის 2.2-6.(ბ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2-6.    ბიოლოგიის    დეპარტამენტის    საინვენტარიზაციო    კომისია    (ბ)   (მე-11 კორპუსი):
2.2-6.1. დიანა ძიძიგური, პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.2-6.2. ქეთევან ოდიკაძე, უფროსი ლაბორანტი;
2.2-6.3. ლიანა რამიშვილი, ლაბორანტი;
2.2-6.4. ეკა ხურციძე, ლაბორანტი;
2.2-6.5. ივანე კობაიძე, ლაბორატორიის გამგე;
2.2-6.6. ზურაბ ქუჩუკაშვილი, ასოცირებული პროფესორი.“;

გ)  ბრძანებით  დამტკიცებული  დანართი  N1-ს  „ბ“  მუხლის  VI  თავის  მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი:
4.1.მანანა ფეიქრიშვილი-უფროსი სპეციალისტი (უფროსი ინჟინრის სამსახური), კომისიის თავმჯდომარე;
4.2.აბესალომ   იაშვილი-ელემენტარულ   ნაწილაკთა   ფიზიკის   განყოფილების უფროსი ინჟინერი;
4.3.ლარისა ჩადრანიანი-უფროსი ინჟინერი (უფროსი ინჟინრის სამსახური);
4.4.პლატონ იმნაძე- უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (გამოყენებითი კვლევების ცენტრი);
4.5.თამარ   შენგელია-უნივერსიტეტის   საფინანსო   დეპარტამენტის   საგეგმო- საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი.“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 234/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო         ტექნოლოგიების         დეპარტამენტს         პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი      ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1101/01-04

„ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის N326/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის N326/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურის“ (დანართი N1)  მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველ პუნქტში მითითებული სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატები შეირჩევიან დამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის (8500 ლარი) ფარგლებში, აღნიშნული თანხის (8500 ლარი) სრულ ამოწურვამდე. იმ შეთხვევაში, თუ მითითებული თანხა სრულად არ ფარავს დაფინანსებულთა სარეიტინგო სიაში უკანასკნელ ადგილას მყოფი კანდიდატის სწავლის საფასურის სრულ ოდენობას, კანდიდატი დაფინანსდება ნაწილობრივ.“


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი      ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 343/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბრემენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე- 18 - 21-ე პუნქტების  და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 29930/10; 11/11/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს      კონკურსი      2022/2023      სასწავლო      წლის      გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბრემენის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 15 ნოემბერს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ აბრამიშვილი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თემიურაზ    გოგსაძე,    თსუ    ეკონომიკის    საერთაშორისო    სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ლელა ჯამაგიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ირინა გველესიანი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით  და    მობილობის   პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი           ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 341/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის N25/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულების - „საქმისწარმოების ერთიანი წესების „ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ 2007 წლის   15   ივლისის   №174   ბრძანების   მე-14   მუხლის   მე-2  პუნქტის „ა“   ქვეპუნქტის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსის ნუნუ ოვსიანიკოვას 2022 წლის 09 ნოემბრის N29640/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ „ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის 25 თებერვლის N25/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.    შეიქმნას    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებისა და მათი საარქივო შენახვისათვის მომზადების მიზნით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისია (შემდგომში - „საექსპერტო კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი;
გ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 
ე) თამარ ოქროპირიძე -  კანცელარიის არქივის განყოფილების უფროსი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა დაევალოს    უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 232/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2022 წლის  9 ნოემბრის N29682/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 9 ნოემბრის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის     ინსტიტუტში     უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) დიმიტრი   დარასელია   -   თსუ   კონდენსირებული   გარემოს   ფიზიკის   სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე  ;
ბ) ალექსანდრე ღონღაძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის   ხელმძღვანელი,   მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) დავით ჯაფარიძე -თსუ კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის  უფროსი ინჟინერი  ;
2. დამტკიცდეს    საკონკურსო    კომისიის    თავმჯდომარედ    დიმიტრი    დარასელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  ალექსანდრე ღონღაძე,  საკონკურსო კომისიის  მდივნად  დავით ჯაფარიძე;
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 26 დეკემბრისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით      გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 342/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „იდიშური ენა და კულტურა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი    ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „იდიშური ენა და კულტურა“-ს   დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 04 ნოემბრის  N336/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  2022 წლის 08 ნოემბრის  N29452/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „იდიშური ენა და კულტურა“-ს    ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 60 საათით;
2.  კურსის ღირებულება  მსმენელისათვის - უფასო;
3. სასერტიფიკატო  კურსის  ტრენერის  ანაზღაურება  განისაზღვროს  ხელშეკრულების  შესაბამისად, ანაზღაურების გარეშე;
4. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 229/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილების „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 09 ნოემბრის N29653/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესი და პირობები დანართი N1 შესაბამისად (დანართთი N1).
2.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,    პროფესორი     ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 339/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ იურიდიული ფაკულტეტის 28 სექტემბრის N24405/35-05 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
მუხლი 4. იურიდიული ფაკულტეტი
1. მირანდა მინდაძე - კანცელარიის უფროსი, N 111 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
2. მარიკა კილაბერია - სტუდენტთა მომსახურების ცენტრის უფროსი, N 111 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
3. შორენა წენგუაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, N 114 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
4. ქეთევან თათარაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი N 115 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
5.  მაია  გვილავა  -  სტუდენტთა  მომსახურების  ჯგუფის  მთავარი  სპეციალისტი  N  117 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
6. ირმა ხარშილაძე - დეკანის მოადგილე, N 118 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
7. გიორგი ამირანაშვილი - ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტი, N121 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
8. თამარ ღვამიჩავა - ადმინისტრაციული სამართლის ასისტენტ-პროფესორი, N 122 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
9. თამარ ზარანდია - დეკანი, N123 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
10. თამარ ბერიშვილი - ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, N 125 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
11. სულხან ონიანი - სამართლის ისტორიის ასისტენტ-პროფესორი, N 126 ოთახში არსებულ მატერტიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
12. მიხეილ ჩუბინიძე - რესურსების მართვის სამსახურის უფროსი NN: 127, 210 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
13. ქეთევან ქოჩაშვილი - კერძო სამართლის ასისტენტ-პროფესორი N 128 ოთახში არსებულ მატერტიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
14. მაია ივანიძე - სისხლის სამართლის პროფესორი, N 129 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
15. გიორგი მახარობლიშვილი - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, N 130 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
16. ელზა ჩაჩანიძე - ასისტენტ პროფესორი, N 131 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
17. ირაკლი დვალიძე - ბიბლიოთეკის უფროსი, N152 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
18. ვასილ გონაშვილი - ასოცირებული პროფესორი, N307 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
19. ანა ხარაიშვილი - იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, N 204 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
20. გიორგი ჩაკვეტაძე - ასისტენტ-პროფესორი, NN:213, 214, 215 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
21. მაკა ნუცუბიძე - სამართლის მეთოდების ასისტენტ-პროფესორი, N308 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 230/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „2022 - 2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 12 აგვისტოს N92/ნ ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტების მიერ მოპოვებული  სახელმწიფო  სასწავლო  გრანტის  ოდენობის  გათვალისწინებით, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   პროფესორი     ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 340/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1073/01-04

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“- თსუ რექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის № 333/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების,   მე-9 და მე-11 პუნქტების  საფუძველზე,

ვ ბ  რ  ძ  ა  ნ  ე ბ:

1. ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №333/01-01 ბრძანების მე-4  პუნქტში  გასწორდეს  ტექნიკური  შეცდომა  (კერძოდ,  საგამოცდო  ცენტრის  -
„გეოანალიტიკა“ ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო- კვლევითი განყოფილება) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;“
2. ბრძანება    განთავსდეს გაზეთ  „თბილისის  უნივერსიტეტის"  ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ.          ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 337/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო         ტექნოლოგიების         დეპარტმენტს         პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ.            ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 1040/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 03 ნოემბრის N29073/27  კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

1. შევიდეს შემდეგი   სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,45. სოფიო გულიაშვილი - ლაბორანტი (ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი
- ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის დეპარტამენტი).“.

ბ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის 47-ე პუნქტი ამოღებული იქნას;

გ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,54. მიხეილ ქართველიშვილი - ლაბორანტი (ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა, თსუ მე-8 სასწავლო კორპუსი).“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 228/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის,  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,    „სსიპ    -    ივანე   ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №100/2022 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეიქმნას  წარმომადგენლობითი  საბჭოს  (სენატის)  წევრთა  არჩევნების  ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვასილ ბარამიძე  - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე;
ბ) მერი  კაპანაძე  -  უნივერსიტეტის  იურიდიული  დეპარტამენტის     წამყვანი სპეციალისტი;
გ) ზურა     გოგშელიძე     -     უნივერსიტეტის     იურიდიული     ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა    და   სამეცნიერო   კვლევების   სამსახურის   მთავარი
სპეციალისტი (I კატეგორია);

დ) ვიოლეტა    კირაკოსიანი - ალექსანდრე თვალჭრელიძის    სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) აკაკი მიქაბერიძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინასო-ეკომონიკურ საკითხებში;
ვ) რევაზ ეგაძე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების    მართვის     დეპარტამენტის     საარჩევნო     კომისიების     მართვის განყოფილების უფროსი;
ზ) მიხეილ ჭიღლაძე - ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“  ხელმძღვანელი.

2. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
3. არჩევნების  საორგანიზაციო  (ტექნიკური)  უზრუნველყოფა  (საარჩევნო  კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
4. საარჩევნო   კომისიის   თავმჯდომარე,   მდივანი   და   კომისიის   სხვა   წევრები   ამ ბრძანებით    განსაზღვრული    ფუნქციების    შესრულებისათვის    უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას.
5. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების  შესასრულებლად  გადაცემა  მასში  მოყვანილ  დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება     ძალაში     შედის     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით, გამოქვეყნებისთანავე.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლაშა საღინაძეს.
10. წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის    საქალაქო    სასამართლოს    ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 338/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-2  მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის პირველი ნოემბრის N 28667/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის
კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 7 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 8 დეკემბრიდან   2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 27 დეკემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
საგამოცდო  ცენტრი „გეოანალიტიკა“  - მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;
5. სამეცნიერო   თანამდებობაზე   (მეცნიერი   თანამშრომელი)   გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ    დანაშაულთა ბრძოლის  შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,რომელსაც  იმავე კანონის  საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 დეკემბრიდან   2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ.თბილისი, მინდელის ქ. 11, მე-4 სართული, ოთახი N408;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,    ალექსანდრე  თვალჭრელიძის სახელობის  მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 333/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელის მირებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 04 ნოემბრის N 29204/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წლის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 334/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N 318/01-01 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის (შემდგომში - ,,უნივერისტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) ნუგზარ ღლონტი - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) აბესალომ საზუაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) მიხეილ ჩიკვილაძე   - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ოქიტაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ლუკა დრიაშვილი -  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დებატ კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) რუსუდან ცაგარელი - იურიდიული ფაკულტეტი (ელსა), სამუშაო ჯგუფის წევრი; ლ) საბა ბასილაძე - იურიდიული ფაკულტეტი (სივრცე 037), სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ანა ტაბატაძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (თანასწორობის კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ნიკოლოზ ადამაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტი (თეატრალური კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) თამარი ბიბიჩაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ინტელექტუალთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) ბარბარე ჯაბანიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მოლაშქრეთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.   სამუშაო  ჯგუფის  ხელძღვანელი  აირჩევა  სამუშაო  ჯგუფის  მიერ,  სამუშაო  ჯგუფის პირველ სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის სიითი შამდგენლობის უმრავლესობით.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვულ სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განსაზღვროს უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება თავის ფუნქციათა განხორციელების პერიოდში, წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების სრულფასოვნად შესრულებისათვის, მოითხოვოს შესაბამისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის/ექსპერტის/საექსპერტო დაწესებულების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა, სათანადო კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  მისი  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში  ქ. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 22/04