Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ქართულ ენაში მომზადების/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო თსუ-ს ბაკალავრიატის/ ქართულ ენაში მომზადების/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5); ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 257/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2024- 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს თანდართული სიის მიხედვით:

N სახელი გვარი სემესტრი
1. ანი ბაიდოშვილი 2
2. მარიამ ბარბაქაძე 2
3. ანა გიორგაძე 2
4. თამარი დოიჯაშვილი 4
5. მარიამი ზედელაშვილი 2
6. ქეთევან ზურაბაშვილი 2
7. ნინო თელიაშვილი 2
8. მარიამი იორამიშვილი 2
9. დარინა მეტრეველი 2
10. ნინო სამარღანიშვილი 2
11. ელენე ქართველიშვილი 2
12. მეგი ყოლბაია 2
13. მარიამი ჩაჩუა 2
14. მარიამი ხუციშვილი 2
15. ნატა ჯაჭვაძე 2

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 264/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM 9) ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ 4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის ასისტენტ პროფესორის, მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორის თამარ თათრიშვილის 2025 წლის 17 მარტის N4728/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2025 წლის 20-23 ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM 9) ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - თსუ-ის რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) შალვა კირთაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;

გ) თამარ თათრიშვილი - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

დ) ლაშა საღინაძე - თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ე) ეკატერინე გაჩეჩილაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ვ) სერგო სვანაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ზ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

თ) პეტრე ბაბილუა - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ი) ნანა ჯულაყიძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

კ) იოსებ ჩიკვაიძე - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ლ) მარინა გურგენიშვილი - თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

მ) გია პეტრიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ნ) ნანა ფირცხელიანი - სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ო) მარინე ზაუტაშვილი -თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

პ) ნინო ზავრადაშვილი - სსიპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ჟ) ნიკოლოზ კვინიკაძე - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

რ) ნინო უგრეხელიძე - თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ს) ლევან კერესელიძე - თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ტ) ნატო ჩუბინიძე - თსუ-ის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

უ) არჩილ კუკულავა - თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ფ) იოსებ სოფრომაძე - თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ქ) კახაბერ რუსიძე - თსუ -ის გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი; ღ) ნატო ჩუბინიძე - თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო საბჭოს წევრი.

2. დაევალოს თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.

3. დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებგვერდის მომზადება.

4. დაევალოს თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.

6. დაევალოს თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.

7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

8. დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

 

სრულად

ბრძანების N: 4/04

2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში (HSS) მონაწილე კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 7333/10; 27.03.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა, მაგიტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისში ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში (HSS) მონაწილე კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 28 მარტს

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) შოთა ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯოდმარე

ბ) მერაბ ხოხობაია, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) სანდრო ტაბატაძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტის N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 58/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ რძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების   მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო  პროგრამების სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს  მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის  გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს  კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
6.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   თბილისი,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 283/01-04

2024/2025 სასწავლო წლისათვის ლიმერიკის წმ. მარიმის სახელობის კოლეჯის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 7124/10; 26.03.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლისათვის ლიმერიკის წმ. მარიმის სახელობის კოლეჯის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 27 მარტს

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირმა გრძელიძე, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

ბ) რუსუდან სანაძე, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) იზაბელა პეტრიაშვილი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტის N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 57/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ”, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საგამოცდო ცენტრის უფროსის მაია ჩიღვინაძის 2025 წლის 25 მარტის N6884/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

2. დროებით მოწვეულ დამკვირვებლებს ანაზღაურება მიეცემათ დღიურად დარიცხული 38 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

3. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა - უნივერსიტეტის ქ. N11.

4. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება 9:00 - დან 18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.

5. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება აპლიკანტთან გასაუბრებისას.

6. დამკვირვებლის ფუნქცია-მოვალეობები:

ა) საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;

ბ) სტუდენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა;

გ) საგამოცდო ბილეთების დარიგება;

დ) გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება მისთვის განსაზღვრულ სექტორში;

ე) სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;

ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკური შეკითხვებზე პასუხის გაცემა;

ზ) საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;

თ) საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლისათვის.

7. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს:

ა) ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

ბ) ოპერატიული;

გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური;

ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ზ) პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

თ) ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;

8. დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - examcenter@tsu.ge -2025 წლის 29 მარტიდან 2025 წლის 8 აპრილამდე. კერძოდ,

ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი;

ბ) CV ქართულ ენაზე;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

9. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.geზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და საგამოცდო ცენტრი).

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 79/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს დანართი N1-ის შესაბამისად (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

სრულად

ბრძანების N: 244/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს დანართი N1-ის შესაბამისად (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 243/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის  წესისა   და  საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების  მე-3  მუხლის   მე-8  პუნქტის, „სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების  წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი  2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/  ერთსაფეხურიანი სამედიცინო/   მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ  სტუდენტებს  ძირითადი   საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების   დაინტერესებულ  პირთათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

 

სრულად

ბრძანების N: 242/01-04    

2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი    ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   საერთაშორისო    გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის  შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის  მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 6548/10; 21.03.2025) საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.ჩატარდეს    კონკურსი  2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 24 მარტს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ს  თსუ-ს სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
გ)  შოთა ფოთოლაშვილი,  თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.
5.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელძღვანელის  2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 56/01-01    

2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის  იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის  წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის  წესის მე -4 მუხლის მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის (N6483/10; 20.03.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი  ორმხრივი თანამშრომლობისა და ერაზმუს+  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგიტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 21 მარტს
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ინგლისურენოვანი კონკურსის კომისიის წევრები:

1.   სანდრო ტაბატაძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.   მაგდა ალანია, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3.   თინა დავითაშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.   ნანა მჭედლიძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
5.   ლელა ჯამაგიძე, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
6.   ნაზირა კაკულია, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
7.   ირინა გველესიანი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
8.   ანას

ტასია ქიტიაშვილი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
9.   იზაბელა პეტრიაშვილი თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

ბ) გერმანულენოვანი კონკურსის კომისიის წევრები:

1.   ნინო ქიმერიძე, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.   ბესიკ კალანდაძე, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3.   სიმონ გელაშვილი, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის \ პროფესორი, კომისიის წევრი;
4.   ივანე მინდაძე, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ირინა გამყრელიძე;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის  N 1/04, 10 მარტის  N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 55/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 დ პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის   წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2025 წლის 10 მარტის N5328/28 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 5 მარტის N4938/29 წარდგინებებისა და  უმაღლესი  განათლების  მართვის  საინფორმაციო სისტემაში  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩაირიცხონ მობილობის წესით 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1.ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1)
1.2.ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტი ( დანართი №2)

2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 5 დღის ვადაში აისახოს სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

4.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 213/01-04    

სამოქალაქო  უსაფრთხოების  ღონისძიებების   ორგანიზების მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისის ლოკაცია) საგანგებო შტაბის შექმნის თაობაზე

„უმაღლესი    განათლების   შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის  „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54– ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული  გეგმის  დამტკიცების  შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილებით  დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთოხების ეროვნული   გეგმის მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის  (თბილისის  ლოკაცია)  საგანგებო მართვის გეგმის      დამტკიცების  თაობაზე“  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 18 მარტის N 63/02-01 ბრძანების   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას    სსიპ        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის  (ქუთაისის ლოკაცია)   საგანგებო შტაბის (შემდგომში -საგანგებო შტაბი)  შემდეგი შემადგენლობით:

1.1 საგანგებო შტაბის  უფროსი  - ზვიად ბეშეკნაძე , თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერი  ხარისხის უზრუნველყოფა.

1.2 საგანგებო შტაბის  უფროსის მოადგილე ევაკუაციის საკითხებში - ჯონი ბენდელიანი,  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სპეციალისტი სასწავლო პროცესის მართვა.

1.3  საგანგებო შტაბის   უფროსის  მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური  მომარაგების დარგში  -  თეიმურაზ  ლოლაძე, თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის   მენეჯერი მატერიალური რესურსების მართვა.

1.4 საგანგებო შტაბის  უფროსის  მოადგილე კავშირგაბმულობისა  და  შეტყობინების საკითხებში  გიორგი  ტაბლიაშვილი,  თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის სპეციალისტი  საინფორმაციო ტექნოლოგიები.

1.5 სამედიცინო  რეაგირების ჯგუფის უფროსი - მაყვალა ბერიძე,  თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის მედდა.

1.6  სახანძრო-სამაშველო ჯგუფის  უფროსი  -  ვახტანგი   ლუტიძე,  უსაფრთხოების სამსახურის  ინსპექტორი.

1.7 საზოგადოებრივი  წესრიგის  დაცვის  ჯგუფის  უფროსი  - ვალერიან ხვადაგიანი, მთავარი სპეციალისტი  (II კატეგორია).

2.  დამტკიცდეს  საგანგებო  შტაბის   წევრების  თანდართული   ფუნქციონალური მოვალეობები (დანართი N1).

3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას  ბრძანების     გადაცემა უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის    (თბილისის  ლოკაცია) დასაქმებული  პირთათვის, წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


6. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 65/02-01  

სამოქალაქო  უსაფრთხოების  ღონისძიებების   ორგანიზების მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (თბილისის ლოკაცია) საგანგებო შტაბის შექმნის თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54– ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების   ეროვნული  გეგმის  დამტკიცების  შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილებით  დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთოხების ეროვნული გეგმის   მე-5  მუხლის, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის  (თბილისის  ლოკაცია) „საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე’’  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 18 მარტის N 62/02-01 ბრძანების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას    სსიპ        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის  (თბილისის  ლოკაცია)  საგანგებო შტაბის (შემდგომში -საგანგებო შტაბი)  შემდეგი შემადგენლობით:

1.1 საგანგებო შტაბის  უფროსი  ლევან წიქარიძე , თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.

1.2 საგანგებო შტაბის  უფროსის მოადგილე ევაკუაციის საკითხებში - ნანა მამაგულიშვილი,   თსუ   პროფესიული  განათლების  ცენტრის  კონსულტანტი საზოგადებასთან ურთიერთობის საკითხებში.

1.3 საგანგებო შტაბის  უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში - მარინე ხავთასი, თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის  მენეჯერი სასწავლო პროცესის მართვა.

1.4 საგანგებო შტაბის  უფროსის მოადგილე კავშირგაბმულობისა და შეტყობინების საკითხებში -  მანანა ნიაზაშვილი, თსუ   პროფესიული  განათლების ცენტრის  მენეჯერი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები.

1.5 სამედიცინო  რეაგირების ჯგუფის უფროსი - ინეზა ვაწაძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.

1.6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსი - ლაშა ნაბორაშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერი  მატერიალური რესურსების მართვა.

1.7 საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ჯგუფის უფროსი - ბექა ჯანეზაშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერი საინფორმაციო ტექნოლოგიები.

2.  დამტკიცდეს  საგანგებო  შტაბის   წევრების  თანდართული   ფუნქციონალური მოვალეობები (დანართი N1).

3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას  ბრძანების     გადაცემა უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების  ცენტრის  (თბილისის   ლოკაცია) დასაქმებული   პირთათვის, წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


6. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 66/02-01  

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (თბილისის ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 18 მარტის N62/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი  - ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის,  63-ე მუხლის,  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის    2015 წლის   24 სექტემბრის    N508 დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო  უსაფრთოების ეროვნული გეგმის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-15 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’  ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული    განათლების    ცენტრის     (თბილისის     ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის   მართვის  გეგმის  დამტკიცების  თაობაზე’’  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის   18 მარტის    N62/02-01 ბრძანების  პირველი  პუნქტით დამტკიცებულ ,,დანართი  N1-ში’’   და  იგი   ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ   ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში შესვლიდან ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 68/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისის ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 18 მარტის N63/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი  - ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის,  63-ე მუხლის,  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების  ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო  უსაფრთოების ეროვნული    გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისის ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმის დამტკიცების  თაობაზე’’  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 18 მარტის N63/02-01  ბრძანების  პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,დანართი  N1-ში’’   და  იგი   ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ   ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში შესვლიდან ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 67/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2025 წლის 6 მარტის N140/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების      ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო  კვლევითი  ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2025 წლის 6 მარტის N140/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართებში და აღნიშნული დანართები  ჩამოყალიბდეს წინამდებარე  ბრძანების  N1,  N2,  N3,  N4,  N5,  N6,  N7 დანართების შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.   ბრძანების  დაინტერესებულ  პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 206/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (თბილისის ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი  - ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის,  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების   ეროვნული   გეგმის   დამტკიცების  შესახებ’’ საქართველოს მთავრობის  2015 წლის  24 სექტემბრის  N508 დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო  უსაფრთოების  ეროვნული    გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის  2025 წლის 17 მარტის N6053/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული  განათლების ცენტრის  (თბილისის  ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ   ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში შესვლიდან ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 62/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისის ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი  - ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის,    ,,სამოქალაქო უსაფრთხოების   ეროვნული   გეგმის   დამტკიცების  შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის  24 სექტემბრის         N508 დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო  უსაფრთოების    ეროვნული    გეგმის,           საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-15 მუხლის   პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის  2025 წლის 17 მარტის N6053/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული განათლების ცენტრის  (ქუთაისის ლოკაცია)    საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა (დანართი N1).
2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება  ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 63/02-01