"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 27 იანვრის N1/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.
4. აპლიკანტს მოეთხოვება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თსუში მოქმედი რეგულაციების ცოდნა (პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: უმაღლესი განათლების შესახებ გამოცემული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მასწავლებლის მომზადების პროგრამის შესახებ გამოცემული კანონქვემდებარე აქტები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თსუ წესდება, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, თსუ ეთიკის კოდექსი).
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
თ) დასაბუთების უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
6. თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) წარმართოს დეპარტამენტის საქმიანობა;
ბ) განსაზღვროს დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტები და პასუხი აგოს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.
გ) გაანაწილოს მოვალეობები დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, გასცეს მითითებები და დავალებები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დაავიზოს და ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტების პროექტებსა და დოკუმენტებს;
ე) წარუდგინოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში;
ვ) განახორციელოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დავალებები.
7. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 14 თებერვლიდან 2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი“.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.geზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 4 მარტისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი