Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსისა და პედაგოგის   შეფასების  კითხვარის  ანალიზის  მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის 2025 წლის 29 აპრილის N1/03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ზოგადი     ადმინისტრაციული    კოდექსის  51-ე  მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე   მუხლის  პირველი ნაწილის,   53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,   54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის     სახელმწიფო       უნივერსიტეტის   წესდების    დამტკიცების       თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების    მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ   ბრძანებით    დამტკიცებული     ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების       მე-17 მუხლის   პირველი  პუნქტის,     ამავე მუხლის  მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   2024 წლის  წარმომადგენლობითი საბჭოს   5 ივნისის №5  სხდომის   ოქმით   დამტკიცებული  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   ხარისხის    უზრუნველყოფის      სამსახურის დებულების მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის   ,,ა’’   ქვეპუნქტის,     ამავე მუხლის    მე-2 პუნქტის  ,,ა”   , ..ბ’’  და    ,,ჟ’’   ქვეპუნქტების  და  მე-4  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,დ’’ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის     ხარისხის      უზრუნველყოფის     სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  2025  წლის  6  მაისის   N10945/10  წერილის   საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ  იქნას  ცვლილება   ,,სსიპ   - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსისა  და პედაგოგის    შეფასების   კითხვარის ანალიზის   მეთოდოლოგიის  შემუშავების მიზნით   საუნივერსიტეტო სამუშაო   ჯგუფის შექმნის  შესახებ’’ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 აპრილის N1/03 ბრძანებაში    და   ბრძანების  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. სსიპ  - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსისა   და  პედაგოგის  შეფასების  კითხვარის   ანალიზის   მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით შეიქმნას საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ,,სამუშაო ჯგუფი’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა)  შოთა  ფოთოლაშვილი -  უნივერსიტეტის  ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი -  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ)  ზურაბ გოგშელიძე - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის  დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ნინო დურგლიშვილი  - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ)  თინათინ  დავითაშვილი  - უნივერსიტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე)  ომარ ფურთუხია  -      ზუსტ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ)  ლილი ხეჩუაშვილი  -  ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ნინო ჩიხლაძე -   მედიცინის  ფაკულტეტის    ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) დარეჯან  გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ანი   მეზურნიშვილი -   იურიდიული  ფაკულტეტის    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ)  ია  ნაცვლიშვილი  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  - სამუშაო ჯგუფის წევრი.’’ 

2.    წინამდებარე    ბრძანების     შესაბამისი     სტრუქტურული     ერთეულებისათვის   და დაინტერესებული  პირებისათვის       გაცნობა  და  გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.  ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი

სრულად

ბრძანების N: 2/03  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთსაფეხურიანი სამედიცინო  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ"  და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და  ადმინისტრირების  წესისა   და  პირობების„   მე-7  მუხლის   მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა   უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის  მე-8 პუნქტის, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეთ     სტუდენტის   სტატუსი      2024-2025 სასწავლო   წლის   გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის   ერთსაფეხურიანი   საგანმანათლებლო პროგრამის “მედიცინა (ინგლისურენოვანი)” შემდეგ სტუდენტებს:


1.რობერტ   ვაგდი სალაჰ ჰენრი პ/ნ 
2.აია   ჰურია აია ჰურია პ/ნ 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების   დაინტერესებულ  პირთათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში     ქ.თბილისის     საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 523/01-04

2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის პარტნიორი ვარშავის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა   საერთაშორისო   გაცვლით    და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის  წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის   2021 წლის   31 მაისის    N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა  შერჩევის  წესის   მე -4 მუხლის   მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 11463/10; 13.05.2025) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს    კონკურსი        თბილისის        სახელმწიფო       უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის პარტნიორი ვარშავის  უნივერსიტეტის  მიერ  გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2.  კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 14 მაისს
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი   კახიძე,    თსუ-ს   იურიდიული   ფაკულტეტის     ასოცირებული პროფესორი კომისიის თავმჯდომარე;
ბ) სალომე  დუნდუა,   თსუ-ს  სოციალურ   და   პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნათელა   ნემსაძე,   თსუ-ს   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის  N 1/04, 10 მარტის  N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 ბრძანებებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 91/01-01  

2024/2025 და 2025/2026 სასწავლო წლებითვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის , „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N
11473/10; 13.05.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 და 2025/2026 სასწავლო   წლებითვის ევროკომისიის მიერ   დაფინასებული    ერაზმუს+   პროგრამის  ფარგლებში პარტნიორი ევროპული       უნივერსიტეტების   მიერ   თსუ-ს   აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 14 მაისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კახაბერ ჭეიშვილი,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე  უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 90/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,   სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების   პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის,  24-ე მუხლის   პირველი  პუნქტის   ,,ზ“ ქვეპუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე -3 ნაწილების ,  53-ე მუხლის    მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის ,  55-ე მუხლის,    56-ე   მუხლის     მე -2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ნ“,  ,,ო“ და   ,,პ“ ქვეპუნქტების, თსუ-ის  ღონისძიებების   მენეჯერის  ზურაბ  მატიაშვილის    2025 წლის   03 მაისის   N7783/10 მოხსენებითი   ბარათის  და     დამოუკიდებელი  შემფასებლის  შპს  ,,კკ ჯგუფის” 2025 წლის 14 აპრილის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება   ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო ,         სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული  ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2015 წლის  30 მარტის  N31/02-01 ბრძანებაში   და ბრძანებით დამტკიცებული   დანართი N4 ჩამოყალიბდეს ახალი,  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული     სახით  (დანართი  N4  - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული სივრცეები).

2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფო რმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 120/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2025 წლის  5 ივნისის არჩევნების საარჩევნო კომისიის  შემადგენლობის  დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე  – 16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე -3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013  წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 25-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №28/2025 დადგენილების მე-2 პუნქტის და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს   2025 წლის  6 მაისის   N11076/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეიქმნას     წარმომადგენლობითი  საბჭოს   (სენატის)    წევრთა არჩევნების    ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვალერი არღუთაშვილი - ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საარჩევნო კომისიის წევრი;
ბ) თემური ცაგარეიშვილი - ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების  დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი - საარჩევნო კომისიის  წევრი;
გ) მიხეილ ჭიღლაძე - ა(ა)იპ ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - საარჩევნო კომისიის  წევრი;
დ) მერი კაპანაძე - თსუ-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის  ინსპექტორი  - საარჩევნო კომისიის  წევრი;
ე) ზურაბ გოგშელიძე - თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  უფროსი - საარჩევნო კომისიის  წევრი;
ვ) პავლიკა ჯაგუნავა - თსუ-ის ცოდნის  გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი - საარჩევნო კომისიის  წევრი;
ზ) აკაკი მიქაბერიძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში -საარჩევნო კომისიის  წევრი;
თ)  მირანდა  მიქაძე  -  თსუ-ის  მედიცინის ფაკულტეტის   სასწავლო პროცესის  მართვის სამსახურის  უფროსი - საარჩევნო კომისიის  წევრი;
ი)  გიორგი ოქიტაშვილი  - თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს  უფროსი  - საარჩევნო კომისიის  წევრი.


2.  საარჩევნო კომისიას  დაევალოს სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2025 წლის 5 ივნისის არჩევნების დადგენილ ვადებში,  მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ  აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.

3. არჩევნების საორგანიზაციო  (ტექნიკური) უზრუნველყოფა  (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე)  განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები ამ ბრძანებით განსაზღვრული   ფუნქციების   შესრულებისათვის შესაძლებელია  იღებდნენ ანაზღაურებას, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

10. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში   ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 89/01-01      

2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა   საერთაშორისო   გაცვლით    და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის   2021 წლის   31 მაისის    N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით  და მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის  წესის   მე-4  მუხლის   მე-18    - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 11200/10; 08.05.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს    კონკურსი  2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ   დაფინანსებული    ერაზმუს+   პროგრამის  ფარგლებში პარტნიორი ევროპული   უნივერსიტეტების  მიერ   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის       და       მაგისტრაურის       საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 8 მაისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ინგლისურენოვანი კონკურსის კომისიის წევრები:

1. ზვიად აბაშიძე,  თსუ-ს სოციალურ  და  პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.   მაკა მურვანიძე,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
3. მარიამ ქებურია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. ლელა ჯამაგიძე,  თსუ-ს  ეკონომიკის  და  ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
5. ნიკოლოზ  ფხაკაძე, თსუ-ს ეკონომიკის  და  ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასისტენტ  პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, კომისიის წევრი;

ბ) გერმანულენოვანი კონკურსის კომისიის წევრები:

1. ნინო  ქიმერიძე,  თსუ-ს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.   კონსტანტინე  ბრეგაძე, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3.   ბესიკ   კალანდაძე,  თსუ-ს ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ესპანურენოვანი კომისიის წევრები:
1.   მარინე კობეშავიძე,  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.   მარტინ  არტოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  მოწვეული პედაგოგი, კომისიის წევრი;
3.   ანა გველესიანი,  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  მოწვეული პედაგოგი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს  კომისიის   მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს  მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის
33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის 
N 24/04  ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 87/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის,
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4  მუხლის    პირველი,  მე-2  და  მე-3  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის   სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის   დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის,  ინსტიტუტის დირექტორის ნინო  ფარცვანიას    2025 წლის    7 მაისის     N11172/10 წერილის  (თან  ერთვის
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში        - ანდრია    რაზმაძის     სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი    ჯაფარიძე        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის    ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბ) თამაზ    კერესელიძე      - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი.
გ) რევაზ  შანიძე  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი  თანამშრომელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    - გიორგი ჯაფარიძე, საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის   მოადგილედ  -  თამაზ  კერესელიძე  და     საკონკურსო  კომისიის მდივნად -  რევაზ შანიძე.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივნისისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან  ჩარიცხული  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან  ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე  - 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე  მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 28 იანვრის  N73255 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 2 მაისის N10627/10 საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  ,,სსიპ     – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი)    სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”  ფარგლებში სტიპენდიების  მინიჭების  წესი“ თანდართული სახით  (დანართი 1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის    სემესტრის   სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის       ბაკალავრიატის,       მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  აკრედიტებულ   საგანმანათლებლო პროგრამებზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან   ჩარიცხული  აქტიური სტატუსის  მქონე სტუდენტთა ფინანსური  წახალისებისათვის,  აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი  საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით  ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 181  სტუდენტი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 243 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 136  სტუდენტი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -339  სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 101 სტუდენტი; 
ვ) იურიდიული ფაკულტეტი - 230 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი - 84  სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.

4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით საქართველოს ბანკიდან  (ელექტრონული  ვერსია  excel ფორმა) წარმოადგინონ  საფინანსო  დეპარტამენტში   2025  წლის   23 მაისის    ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 85/01-01

სს საქართველოს ბანკის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.დამტკიცდეს „სს საქართველოს ბანკის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევის წესი“ - დანართი N1.
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 84/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის 2024- 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ზ“  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შესარჩევი კომისიის 2025 წლის 22 აპრილის  N2 სხდომის  ოქმის,  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მ. მელიქიშვილის 25.04.2025 N9819/26 წერილის და სასწავლო  პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  უფროსის  ზ.  გოგშელიძის
28.04.2025წ. N9978/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის    დოქტორანტები 5625 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), შემდეგი თანაფარდობით:
ა) დუმბაძე სალომე (პ.ნ )-1406.25 ლარით 
ბ) გერგედავა თეა (პ.ნ ) -1406.25 ლარით 
გ) ლეჟავა ლელა (პ.ნ ) 1406.25 ლარით
დ) ზუბაშვილი ანა (პ.ნ ) -1406.25 ლარით
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების       დეპარტამენტს  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 626/02-04  

2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის  უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  მე-15 პუნქტის , „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე  უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის   მე-10   - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 10443/10; 30.04.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს     კონკურსი    2024/2025 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინასებული  ერაზმუს+  პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  ფრიდრიხ შილერის სახელობის  იენის     უნივერსიტეტის  მიერ  თსუ-ს  იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური  პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 1 მაისს.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ერეკლე   ასტახიშვილი,     თსუ-ს    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   შოთა  ფოთოლაშვილი, თსუ  ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) სერგი ჯორბენაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) გიორგი ამირანაშვილი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) კობა ყალიჩავა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;


4.    დამტკიცდეს     კომისიის      მდივნად      თსუ       საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას    დაევალოს   თავისი     საქმიანობა    წარმართოს   „სსიპ    -    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე  უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 83/01-01 

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საპროექტო განაცხადის წერა“ თსუ-ის პერსონალისთვის ერთჯერადად უფასოდ ჩატარების უფლების მინიჭების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’ ’ ქვეპუნქტების, სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საპროექტო განაცხადის წერა“-ს ფასის დადგენის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 06 ივნისის N132/02-01  ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2025 წლის 30 აპრილის N10444/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალს მიეცეს უფლება ერთჯერადად უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „საპროექტო განაცხადის წერა“ გაიარონ უფასოდ, ხოლო ტრენერი ჩაატარებს ანაზღაურების გარეშე.
2.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 111/02-01  

2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის და 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 10089/10; 28.04.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ორმხრივი თანამშრომლობისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავიატისა დ ა მაგიტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის და 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 29 აპრილს;

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. მერაბ ხოხობაია, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კომისიის თავმჯდომარე;

2. დარეჯან გარდავაძე, თსუ-ს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

3. სალომე ნამიჭეიშვილი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტის N 9/04 და 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 81/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსისა და პედაგოგის შეფასების კითხვარის ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 5 ივნისის №5 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” , ..ბ’’ და ,,ჟ’’ ქვეპუნქტების და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 24 აპრილის N9737/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსისა და პედაგოგის შეფასების კითხვარის ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით შეიქმნას საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ,,სამუშაო ჯგუფი’’) შემდეგი შემადგენლობით:

ა) შოთა ფოთოლაშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ) ზურაბ გოგშელიძე - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ნინო დურგლიშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) თინათინ დავითაშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ომარ ფურთუხია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) ლილი ხეჩუაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) ნინო ჩიხლაძე - მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) ანი მეზურნიშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. წინამდებარე ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა და გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

შოთა ფოთოლაშვილი სამსახურის უფროსი

სრულად

ბრძანების N: 1/03

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა’’ პუნქტის, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 13 მარტის N3/04 ერთობლივი ბრძანების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2025 წლის 25 აპრილის N9826/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტებს ასევე მოეთხოვებათ: გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 20 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 10 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში

4. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 30 აპრილს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 2 ივნისიდან 2025 წლის 6 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივნისისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

თეორიული ფიზიკის განყოფილება

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 2 ივნისიდან 2025 წლის 6 ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის II შესახვევი, N2, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, მე-2 სართული, ოთახი N1.

7. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 82/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2025 წლის 16 აპრილის N9242/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თემურ ჩილაჩავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების პროფესორი.

ბ) ზაზა სანიკიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების კათედრის ასოცირებული პროფესორი.

გ) მარინე მენთეშაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

დ) თეიმურაზ დავითაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) რომან ჯანჯღავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - თემურ ჩილაჩავა, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ -ზაზა სანიკიძე და საკონკურსო კომისიის მდივნად - მარინე მენთეშაშვილი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივნისისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 78/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე- 2 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-7 პუნქტის და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დიმიტრი კორძაიას 2025 წლის 31 მარტის N7651/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლიანა გოგიაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) დიმიტრი კორძაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;

გ) დიანა ძიძიგური - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი;

დ) მანანა კაკაბაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი;

ე) ქეთი ცომაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო განათლების მქონე პირს, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ექსპერიმენტული და/ან კლინიკური მორფოლოგიის რომელიმე დარგში (აღწერილობითი, კლინიკური და ექსპერიმენტული ანატომია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, პათოლოგიური ანატომია).

4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მათი რეგისტრაციის გზით 2025 წლის 05 მაისიდან - 12 მაისის 18:00 საათის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ აღარ მიიღება.

5. პრემიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიის (სტატიების) ქსეროასლი – ჟურნალის სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს);

ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თეზისის ქსეროასლი – ჟურნალის (ან კრებულის) სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს);

გ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონოგრაფიის და/ან მონოგრაფიის თავის ქსეროასლი – სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს).

6. პრეტენდენტი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ავსებს, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც ხელმოწერილს აბარებს საკონკურსო ნაშრომებთან ერთად.

7. დაევალოს კომისიას აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესით.

8. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

9. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

10. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 79/01-01

2024/2025 და 2025/2026 აკადემიური წლებისათვის ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე (N 8/04) და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 9184/10; 16/04/2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 და 2025/2026 სასწავლო წლისათვის ორმხრივი თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 17 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

გ) შოთა ფოთოლაშვილი, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ირინა ამყრელიძე

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 80/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2025 წლის 14 აპრილის N75/01- 01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2025 წლის 16 აპრილის N9214/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 34 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 600 ლარის ოდენობით;

2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 101/02-01