Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
„რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტის  ბატონ  ჯეფრი გედმინისათვის     სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №24921/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ქართულ მედიაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და საქართველოს შესახებ მედიასივრცეში  ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში შეტანილი წვლილისათვის „რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტს – ფილოსოფიის დოქტორს ბატონ ჯეფრი გედმინს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 110/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №25022/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულებით  აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის შედეგები:

 

ქიმიის მიმართულება

 

ქვემიმართულება - ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმია:

ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი): გიორგაძე ქრისტინე

 

ქვემიმართულება-ორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორები (2 ადგილი): ტრაპაიძე მარინა
                                                                კუბლაშვილი როზა

 

ქვემიმართულება - ბიოორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი):     სიდამონიძე ნელი

 

ქვემიმართულება - ფიზიკური და ანალიზური ქიმია:
ასისტენტ-პროფესორები (2 ადგილი): ბეზარაშვილი გიორგი
                                                               თაყაიშვილი ნინო

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 109/2010

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91–ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91–ე დადგენილებაში და მე–5 და მე–6 პუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“5. თსუ სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 6 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.“
6. თსუ ასისტენტ–პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი“.

 

2. დადგენილება  ძალაში შედის 2010 წლის 1 ნოემბრიდან.

3. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 108/2010

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით  კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით, დაიწყოს პრეტენდენტთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კონკურსის  გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ  განცხადების ტექსტი დანართი №1 შესაბამისად.


2. კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფა აკადემიური საბჭოს მითითებების საფუძველზე დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიის შემადგენლობას.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს გაზეთში – ,,24 საათი“.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 107/2010

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს ზოგადია დმინისტრაციული კოდექსის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტი დანართი №1 შესაბამისად.


2. არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიას.


3. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად.


4. ამ ბრძანების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
7. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს გაზეთში – ,,24 საათი“.
8. წინამდებარე დადგენილების დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
9. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 106/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა, 491–ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „საჯარო მმართველობა“ –სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს:

 

პირველი სემესტრი  –      25 იანვარი–25 ივნისი
მეორე სემესტრი       –       1 ივლისი–25 დეკემბერი
მესამე სემესტრი      –       25 იანვარი–25 ივნისი
მეოთხე სემსეტრი    –       1 ივლისი–25 დეკემბერი

 

2. სამაგისტრო პროგრამის წლიური კრედიტების ლიმიტი  განისაზღვროს 75 კრედიტის ოდენობით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 105/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№46/2013, 11.03.2013 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა, 491–ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. 1. „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „საჯარო მმართველობა“ – სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს თსუ-ს რექტორის მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად. (№46/2013, 11.03.2013)


2. სამაგისტრო პროგრამის წლიური კრედიტების ლიმიტი  განისაზღვროს 75 კრედიტის ოდენობით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 105/2010

გერმანელი პროფესორის     კლაუს ჰოპტისათვის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გერმანელ  პროფესორს კლაუს ჰოპტს  მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 104/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის შედეგები:

 

მათემატიკის მიმართულება


ქვემიმართულება -  მათემატიკური ანალიზი:
ასისტენტ-პროფესორები :   დანელია ანა
                                              ნადიბაიძე გივი
                                              ჭელიძე გიორგი.

 

ქვემიმართულება - ალგებრა-გეომეტრია:
ასისტენტ-პროფესორი :    სურმანიძე რუსლანი.

 


კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება


ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკა:
ასისტენტ-პროფესორი : კაშმაძე გურამი
                                        იორდანიშვილი მედეა

 

ქვემიმართულება - გამოყენებითი ინფორმატიკა:
ასისტენტ-პროფესორი : ბესიაშვილი გელა
                                        მაცაბერიძე ბიძინა
                                        დვალიშვილი ფრიდონი

 

ქვემიმართულება - პრაქტიკული ინფორმატიკა:
ასოცირებული პროფესორი : ხუციშვილი ირინა
ასისტენტ-პროფესორი : ლორთქიფანიძე ლიანა
                                        კუთხაშვილი ქეთევანი

 


ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)


ქვემიმართულება-მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები
ასისტენტ-პროფესორები : ოდიშარია ვლადიმერი
                                                     ოდიშელიძე ნანა
                                                     ყიფიანი არჩილი

 

ქვემიმართულება - რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები:
ასისტენტ-პროფესორები : დავითაშვილი თინათინი
                                                     კიღურაძე ზურაბი

 


გეოგრაფიის მიმართულება


ქვემიმართულება -ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია:
ასისტენტ-პროფესორები : ბრეგვაძე გიორგი
                                           ელიზბარაშვილი მარიამი

 

ქვემიმართულება - რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება:
ასოცირებული პროფესორი: მელაძე გიორგი

 

ქვემიმართულება - ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია:
ასისტენტ-პროფესორი : ალექსიძე თამარი

 

გეოლოგიის მიმართულება


ასისტენტ-პროფესორი : ახალკაციშვილი მარიამი
                                                 ქოიავი კახა
                                                 ლებანიძე ზურაბი

 

ბიოლოგიის მიმართულება


ქვემიმართულება - ბიომრავალფეროვნება:
ასისტენტ-პროფესორები : კერესელიძე ზელიმხან
                                                 შეთეკაური შამილი

 

ქვემიმართულება - ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია:
ასისტენტ-პროფესორი : ჩხარტიშვილი ბუციკო

 

ქვემიმართულება - ბიოქიმია
ასისტენტ-პროფესორები : ჭიპაშვილი მანანა
                                       დავითაშვილი ელენე

 

ქვემიმართულება - გენეტიკა
ასისტენტ-პროფესორი :  განაცხადი არ შემოსულა, დარჩა ვაკანსია.

 

ფიზიკის მიმართულება


ქვემიმართულება - თეორიული ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი):    ნადარეიშვილი თეიმურაზი

 

ქვემიმართულება -კონდენსირებული გარემოს ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი :    ჭელიძე თამარი

 

ქვემიმართულება -არაწრფივი მოვლენების ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორები : ჩხაიძე სიმონი
                               ტოკლიკიშვილი ზაზა

 

ქვემიმართულება -პლაზმის ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი :    მამაცაშვილი გიორგი

 

ქვემიმართულება -ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი :    გოჩიტაშვილი მალხაზი

 

ინტერდისციპლინური (ბიოფიზიკა)


ასისტენტ-პროფესორი : ხვედელიძე მარიამი
                                    ქუჩუკაშვილი ზურაბი

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 103/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
10.10.2011, №105/2011 და 28.12.2011, №126/2011
დადგენილებებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის შედეგები:

 

მათემატიკის მიმართულება


ქვემიმართულება -  მათემატიკური ანალიზი:
ასისტენტ-პროფესორები:    დანელია ანა
                                              ნადიბაიძე გივი
                                             ჭელიძე გიორგი.

 

ქვემიმართულება - ალგებრა-გეომეტრია:
ასისტენტ-პროფესორი:  სურმანიძე რუსლანი.


კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება


ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკა:
ასისტენტ-პროფესორი: კაშმაძე გურამი
                                        იორდანიშვილი მედეა

 

ქვემიმართულება - გამოყენებითი ინფორმატიკა:
ასისტენტ-პროფესორი: ბესიაშვილი გელა
                                        მაცაბერიძე ბიძინა
                                       დვალიშვილი ფრიდონი

 

ქვემიმართულება - პრაქტიკული ინფორმატიკა:
ასოცირებული პროფესორი : ხუციშვილი ირინა
ასისტენტ-პროფესორი: ლორთქიფანიძე ლიანა
                                        (10.10.2011, №105/2011)

 

ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)


ქვემიმართულება-მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები
ასისტენტ-პროფესორები: ოდიშარია ვლადიმერი
                                                     ოდიშელიძე ნანა
                                                     ყიფიანი არჩილი

 

ქვემიმართულება - რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები:
ასისტენტ-პროფესორები: დავითაშვილი თინათინი
                                                     კიღურაძე ზურაბი


გეოგრაფიის მიმართულება


ქვემიმართულება -ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია:
ასისტენტ-პროფესორები: ბრეგვაძე გიორგი
                                            (28.12.2011, №126/2011)

 

ქვემიმართულება - რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება:
ასოცირებული პროფესორი: მელაძე გიორგი

 

ქვემიმართულება - ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია:
ასისტენტ-პროფესორი: ალექსიძე თამარი

 

გეოლოგიის მიმართულება


ასისტენტ-პროფესორი: ახალკაციშვილი მარიამი
                                                 ქოიავი კახა
                                                 ლებანიძე ზურაბი

 

ბიოლოგიის მიმართულება


ქვემიმართულება - ბიომრავალფეროვნება:
ასისტენტ-პროფესორები: კერესელიძე ზელიმხან
                                                     შეთეკაური შამილი

 

ქვემიმართულება - ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია:
ასისტენტ-პროფესორი: ჩხარტიშვილი ბუციკო

 

ქვემიმართულება - ბიოქიმია
ასისტენტ-პროფესორები: ჭიპაშვილი მანანა
                                            დავითაშვილი ელენე

 

ქვემიმართულება - გენეტიკა
ასისტენტ-პროფესორი:  განაცხადი არ შემოსულა, დარჩა ვაკანსია.

 

ფიზიკის მიმართულება


ქვემიმართულება - თეორიული ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი): ნადარეიშვილი თეიმურაზი

 

ქვემიმართულება -კონდენსირებული გარემოს ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი: ჭელიძე თამარი

 

ქვემიმართულება -არაწრფივი მოვლენების ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორები : ჩხაიძე სიმონი
                                            ტოკლიკიშვილი ზაზა

 

ქვემიმართულება - პლაზმის ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი: მამაცაშვილი გიორგი

 

ქვემიმართულება - ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა:
ასისტენტ-პროფესორი: გოჩიტაშვილი მალხაზი

 

ინტერდისციპლინური (ბიოფიზიკა)


ასისტენტ-პროფესორი : ხვედელიძე მარიამი
                                        ქუჩუკაშვილი ზურაბი

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 103/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 25 ივნისის №56/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის შედეგები:

 

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ მ ც ო დ ნ ე ო ბ ა

 

არაბისტიკა


არაბული ფილოლოგია:
ნინო ეჯიბაძე –  ასისტენტ პროფესორი
ხათუნა თუმანიშვილი  – ასისტენტ პროფესორი

 

თურქოლოგია


თურქული ფილოლოგია:
ქეთევან ლორთქიფანიძე – ასისტენტ პროფესორი
თამარ ალფენიძე – ასისტენტ პროფესორი
ნანული კაჭარავა  – ასისტენტ პროფესორი

 

თურქეთის ისტორია:
გიული ალასანია – სრული პროფესორი
მირიან მახარაძე – ასისტენტ პროფესორი

 

ასირიოლოგია:
ნინო სამსონია – ასისტენტ პროფესორი

 


დ ა ს ა ვ ლ ე თ ე ვ რ ო პ უ ლ ი    ფ ი ლ ო ლ ო გ ი ა


ინგლისური  ფილოლოგია
ინგლისური ენა
ნანული მამაცაშვილი – ასისტენტ პროფესორი
ირინე დემეტრაძე  –   ასისტენტ პროფესორი

 

გერმანული ფილოლოგია
გერმანული ენა:
სოფიო მუჯირი – ასისტენტ პროფესორი

 

ფრანგული  ფილოლოგია
ფრანგული ლიტერატურა:
ნინო ქავთარაძე  – ასისტენტ პროფესორი

 

ესპანური  ფილოლოგია
ესპანური  ენა და ლიტერატურა:
მარინე კობეშავიძე – ასისტენტ პროფესორი

 

კ ა ვ კ ა ს ი ო ლ ო გ ი ა


კავკასიური ენები :
რევაზ აბაშია – ასისტენტ პროფესორი

 

სახვითი ხელოვნება:
ვლადიმერ ასათიანი – ასისტენტ პროფესორი

 

კინო–ტელე ხელოვნება:
ვაკანსია

 

ფ ი ლ ო ს ო ფ ი ა


თეორიული ფილოსოფია:
ნანა გულიაშვილი – ასისტენტ პროფესორი

 

კულტურის მეცნიერებები:
მაია ქვრივიშვილი – ასისტენტ პროფესორი

 

ქ ა რ თ უ ლ ი   ფ ი ლ ო ლ ო გ ი ა


ახალი ქართული ლიტერატურა:
დავით წოწკოლაური – ასისტენტ პროფესორი

 

ფოლკლორისტიკა:
ელენე გოგიაშვილი –  ასისტენტ პროფესორი

 

ლიტერატურული ურთიერთობები  და თარგმანმცოდნეობა:
ნინო წერეთელი – ასისტენტ პროფესორი

 

ი ს ტ ო რ ი ა


საქართველოს ისტორია :
ბონდო კუპატაძე – ასისტენტ პროფესორი
ჯაბა სამუშია – ასისტენტ პროფესორი
ქეთევან ნადირაძე – ასისტენტ პროფესორი
ქეთევან ქუთათელაძე – ასისტენტ პროფესორი
აპოლონ თაბუაშვილი – ასისტენტ პროფესორი

 

შუა საუკუნეების ისტორია:
თეა წითლანაძე  – ასისტენტ პროფესორი
თეა ქარჩავა – ასისტენტ პროფესორი

 

ახალი და უახლესი ისტორია:
გიორგი ჟუჟუნაშვილი – ასისტენტ პროფესორი
ფატიმა შეყლაშვილი – ასისტენტ პროფესორი

 

არქეოლოგია :
ვახტანგ ლიჩელი  –  სრული პროფესორი

 

ამერიკისმცოდნეობა:
გიორგი  კლდიაშვილი – ასისტენტ პროფესორი

 

განათლების მეცნიერებები:
ეფემია ხარაძე  –  ასისტენტ პროფესორი

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 102/2010

 ,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №70/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №2 დადგენილების საფუძველზე:

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №70/2010 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1–ის მე–5 პუნქტში და ხსენებული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,5. აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ვადად განისაზღვროს 2010 წლის 11 ოქტომბერი და შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  

სრულად

დადგენილება N: 101/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამების და  სადოქტორო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი №08 07.09.10)  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (დანართი 1), მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა (დანართი 2) და სადოქტორო პროგრამა (დანართი 3).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 100/2010

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91/2010  დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტისა და ირაკლი კოვზანაძის №20894/02 09.09.2010 განცხადების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91/2010  დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: იაშა მესხია, სრული პროფესორი

კომისიის მდივანი:   ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი.

 

ეკონომიკის მიმართულება


1. ელგუჯა მექვაბიშვილი, სრული პროფესორი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
2. ნოდარ ხადური, სრული პროფესორი
3. მირიან ტუხაშვილი, სრული პროფესორი;
4. ეთერ ხარაიშვილი, სრული პროფესორი;
5. იური ანანიაშვილი, სრული პროფესორი;
6. სიმონ გელაშვილი, სრული პროფესორი.

 

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართუელება


1. ნუგზარ თოდუა, სრული პროფესორი  (ჯგუფის ხელმძღვანელი);
2. თემურ შენგელია, სრული პროფესორი;
3. მაია მარგველაშვილი, სრული პროფესორი;
4. მურთაზ მაღრაძე,  ემერიტუსი;
5. ელენე ხარაბაძე, სრული პროფესორი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 99/2010

„ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისათთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №58/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისათთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს №58/2010  დადგენილებით დამტკიცებულ ,,ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესი“–ს მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,9. ე.წ. არადიფერენცირებულ „ჩათვლას“ ენიჭება პირობითი ქულა: სტუდენტის მიერ ყველა საგანში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული (მთელ რიცხვამდე დამრგვალებული). აღნიშნული პუნქტი მოქმედებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხული და აღდგენილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში.“

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 98/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №36/2010 დადგენილებაში „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მარეგულირებელ წესში“ დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მარეგულირებელ წესი“–ს მე–9 მუხლს  დაემატოს მე–21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„21. ფაკულტეტის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი, რომელსაც ამოეწურა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვიდან საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის განსაზღვრული სტანდარტული ვადა, სწავლას აგრძელებს თვითდაფინანსებით და სემესტრული გადასახადი განესაზღვრება:

 

ა) ბაკალავრიატი:


ა.ა) 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულებს 750 ლარი;
ა.ბ) 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხულებს 1125 ლარი.

 

ბ) მაგისტრატურა/დოქტორანტურა:


ბ.ა) 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულებს 1000 ლარი;
ბ.ბ) 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხულებს 1125 ლარი.

 

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 97/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ– პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის და რექტორის  2010 წლის 10 მაისის №45/01–01 ბრძანების,  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ–პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 30.07.2010 წარდგინების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.

 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ქვემიმართულების ასისტენტ–პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულ იქნას:

 

ლაშა ტუღუში

 

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 96/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესისი ს ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ №19872/02 წარდგინების საფუძველზე,

 

1. აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის  შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე, გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორებს (იხ. დანართი).

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

3. დადგენილება  გამოქვეყნდეს  საჯაროდ.
 
     


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 95/2010

გურამ გრიგოლიასათვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა "ნ1“, 39–ე მუხლის მე–2, მე–21 და მე–22 პუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 48–ე მუხლის მე–2, მე–21, მე–22 მე–3 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №19893/02 30.08.2010 განცხადების საფუძველზე,

 

I. მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება სრულ პროფესორს გურამ გრიგოლიას.


II. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 94/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის პირველი პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 2 ივლისის  № 60/01–01 ბრძანების საფუძველზე,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: ელიზბარ ნადარაია, სრული პროფესორი
კომისიის მდივანი: გრიგოლ სოხაძე, ასოცირებული პროფესორი

 

მათემატიკის დარგობრივი ჯგუფი

 

1. როლანდ ომანაძე, სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2. უშანგი გოგინავა, სრული პროფესორი
3. თეიმურაზ ვეფხვაძე, სრული პროფესორი
4. გორდეზიანი დავით, ემერიტუსი
5. ვაშაყმაძე თამაზ, ემერიტუსი


კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი ჯგუფი


1. კობა გელაშვილი, სრული პროფესორი  (ხელმძღვანელი)
2. გია სირბილაძე,სრული პროფესორი
3. მანანა ხაჩიძე, სრული პროფესორი


ფიზიკის დარგობრივი ჯგუფი


1. ალექსანდრე შენგელაია, სრული პროფესორი  (ხელმძღვანელი)
2. არჩილ უგულავა, სრული პროფესორი 
3. თამაზ კერესელიძე, სრული პროფესორი 
4. ნანა შათაშვილი, სრული პროფესორი
5. მერაბ ელიაშვილი, სრული პროფესორი 
6. ვაჟა ბერეჟიანი, სრული პროფესორი 

 

ქიმიის დარგობრივი ჯგუფი


1. შოთა სამსონია,  სრული პროფესორი  (ხელმძღვანელი)
2. ბეჟან ჭანკვეტაძე, სრული პროფესორი 
3. ომარ მუკბანიანი, სრული პროფესორი 
4. რამაზ გახოკიძე, სრული პროფესორი 
5. გიორგი  ჩაჩავა, ასოცირებული პროფესორი


 ბიოლოგიის დარგობრივი ჯგუფი


1. ნანული კოტრიკაძე, სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2. არნოლდ გეგეჭკორი, სრული პროფესორი 
3. თეიმურაზ ლეჟავა, სრული პროფესორი 
4. ნანული დორეული, სრული პროფესორი 
5. ნანა კოშორიძე, სრული პროფესორი
6. დიანა ძიძიგური, სრული პროფესორი


გეოლოგიის დარგობრივი ჯგუფი


1. ბეჟან თუთბერიძე, სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2. გურამ ღონღაძე, ასოცირებული პროფესორი
3. კარლო აქიმიძე, ასოცირებული პროფესორი


გეოგრაფიის დარგობრივი ჯგუფი


1. თენგიზ  ურუშაძე, სრული პროფესორი,  (ხელმძღვანელი)
2. ზურაბ სეფერთელაძე, სრული პროფესორი
3. ნოდარ  ელიზბარაშვილი, სრული პროფესორი 
4. დავით  კერესელიძე, სრული პროფესორი 
5. რამინ გობეჯიშვილი, სრული პროფესორი 


 ბიოფიზიკა დარგობრივი ჯგუფი


1. თამაზ  მძინარაშვილი, სრული პროფესორი   (ხელმძღვანელი)
2. ედუარდ ჩიკვაიძე, ასოცირებული პროფესორი
3. ნანული დორეული, სრული პროფესორი
4. ნანა კოშორიძე, სრული პროფესორი

 

II.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 93/2010