Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №259/2009 დადგენილებით  დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების და  №64/2010 დადგენილებით დამტკიცებული 2010–2014 სასწავლო  წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 11.02.2011 №2834/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

თსუ აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაკულტეტზე უცხო ენების სწავლების გაუმჯობესების მიზნით 2009–2013 და 2010–2014 წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და სასწავლო გეგმებში საფაკულტეტო საგნების მოდული დამტკიცდეს შემდეგი სახით (იხ. დანართი).


2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში ცვლილებები თსუ ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ასახოს ამავე ფაკულტეტის 2009-2013 და 2010-2014 სასწავლო წლების ყველა საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურაში და მოდიფიცირებული სახით გამოქვეყნდეს თსუ ვებ–გვერდზე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მიერ.


3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

დადგენილება N: 16/2011

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის  №148/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ს“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში და დადგენილების მე–2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) ნანა სიჭინავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).“.

 

2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 15/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სადოქტორო კურსის „ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები“ სილაბუსის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  11.02.2011  №2836/02  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით (ალისა ჰარისი – აშშ მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი;  იოსტ გიპერტი – გერმანიის მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი) შემუშავებული სადოქტორო კურსის „ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები“ სილაბუსი (დანართი 1).

 

2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 14/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ-  "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"   და შპს  – "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების  თავსებადობის საკითხი

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


 
1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.


2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":


ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;


ბ)  III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;


გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;


დ)  III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:


1)    ქართული სამართლის ისტორია;
2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.


ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

 

3. ყოფილი შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი"-დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ-ის პროგრამის მოთხოვნები; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

 

4. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ-ის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 13/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ-  "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს  – "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
10.03.2011, №22/2011 დადგენილებით
 


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.


 
2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":


ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;

 

ბ)  III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;


გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;


დ)  III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:


1)    ქართული სამართლის ისტორია;
2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.


ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა.


 
3. ყოფილი შპს _ " საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი "- დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ - ის პროგრამის მოთხოვნები ; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში ; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა .


 
31. ყოფილი შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტიდან გადმოსულ III და IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად სესსუ - ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით. (10.03.2011, №22/2011)


 
4. ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ – ის სამაგისტრო პროგრამაზე . (10.03.2011, № 22/2011)


 
41. ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) და ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის IV სემესტრის იმ სტუდენტებმა, რომლებიც იმავე სემესტრში დაასრულებდნენ სამაგისტრო პროგრამას, დაასრულონ სასწავლო კურსი შესაბამისად თეუსუ – ისა და სესსუ – ის პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, თსუ – ის პროგრამების შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში. (10.03.2011, № 22/2011)


 
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
 
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 13/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010  წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტები ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტის მიმართულებებზე დარჩება ვაკანტური ადგილები. ამ შემთხვევაში ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

 

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

 

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 12/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
11.07.2011, №72/2011 დადგენილებით



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010  წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული სტუდენტები ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტის მიმართულებებზე დარჩება ვაკანტური ადგილები. ამ შემთხვევაში ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

 

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

 

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 12/2011

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 25 ნოემბრის  № 112/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: რევაზ ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი


კომისიის მდივანი: გიორგი კვინიკაძე,  ასისტენტ-პროფესორი

 

ჟურნალისტიკის მიმართულება


ა) მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
ბ) მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი
გ) მარინა ხიზანიშვილი - ასოცირებული პროფესორი

 

2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 11/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012   სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის და მართვის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებზე)  და 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე)  ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2010-2011  სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრში 35 ECTS კრედიტის სავალდებულოდ აღების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `კ` ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `კ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. 2010-2011  სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრში 35 ECTS კრედიტის აღება  განისაზღვროს სავალდებულოდ სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012   სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის და მართვის მიმართულების საბაკალავრო პროგრამებზე)  და 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამებზე (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე) ჩარიცხული სტუდენტებისათვის.

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 10/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის  და მართვის მიმართულების და ეკონომიკის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებში)   ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


 
1. დამტკიცდეს  ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამებში) (დანართი 1);


2. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ეკონომიკის 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში) (დანართი 2);


3. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014 და 2009-2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 3, დანართი 4).


4. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2012 სასწავლო წლების – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე  საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 5).


5. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი შპს –  ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის  მიმართულების 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო  პროგრამებში) (დანართი 6, დანართი 7 და დანართი 8).


6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 9/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის  და მართვის მიმართულების და ეკონომიკის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებში) ცვლილებების შეტანის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №49/2011 დადგენილებით



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


 
1. დამტკიცდეს  ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამებში) (დანართი 1);


2. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ეკონომიკის 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში) (დანართი 2);


3. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014 და 2009-2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 3, დანართი 4).


4. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2012 სასწავლო წლების – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე  საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ  – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 5).


5. დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი შპს –  ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის  მიმართულების 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო  პროგრამებში) (დანართი 6, დანართი 7 და დანართი 8).


6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 9/2011

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესიული განათლების პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი №1, 28.01.2011) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესიული განათლების პროგრამები:

 

ა) ტანსაცმლის დიზაინი - IV და  V საფეხურები (დანართი 1);
ბ) კინო-ტელე რეჟისურა - IV და  V საფეხურები (დანართი 2).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 8/2011

`სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №65/2010 დადგენილებით დამტკიცებულ 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში და `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2008–2014, 2009–2013 და 2010–2014 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.12.2010 №966/23 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №65/2010 დადგენილებით დამტკიცებულ 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №1).


2. დამტკიცდეს `სსიპ – `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2008 –2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №2).


3. დამტკიცდეს `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №3).


4. დამტკიცდეს `სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამების დამტკიცების შესახებ~ აკადემიური საბჭოს №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2010–2014 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები (დანართი №4).


5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 7/2011

"2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ" სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 12.01.2011 №00411/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის უცხოური ენების სწავლების მარეგულირებელ წესში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:


ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. 2009-2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობად განისაზღვროს კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 120 ECTS კრედიტის დაგროვება".


ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:


   
,,31. 2009-2010 წლებში ჩარიცხული იმ მაგისტრანტებისათვის, რომელთა სამაგისტრო პროგრამა არ ითვალისწინებს უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე სწავლებას, უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის მიზანშეწონილება განისაზღვროს ინდივიდუალურად, სტუდენტისა და პროგრამის ხელმძღვანელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე".

 

გ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.


დ) პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.


ე) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,12. ბაკალავრიატის სტუდენტები გათავისუფლდნენ უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდისგან უცხოური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში. უცხოური ენების ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების აღიარების წესი დარეგულირდეს თსუ აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილებით”.

 

ვ) პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნას.


ზ) მეორე მუხლი ამოღებულ იქნას.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და თსუ საგამოცდო  ცენტრს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


                               

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 6/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის არჩევითი სასწავლო კურსის “აკადემიური წერის” სილაბუსის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.12.2010 №966/23 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 04.05.2010 №215 დადგენილება) განსაზღვრული დოქტორანტურის არჩევითი სასწავლო კურსის `აკადემიური წერის` სილაბუსი  (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 5/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სპეციალობის  უცხო ენის (ფრანგული) შემოღების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის ,,გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელისა და თსუ უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის 11.01.2011 №391/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სასწავლო პროგრამაში შევიდეს “სპეციალობის უცხო ენა (ფრანგული)“, როგორც სარეკომენდაციო კურსი, თავისუფალი 20  კრედიტის ფარგლებში.

 

2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 4/2011

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 20 დეკემბრის №122/01-01  ბრძანების საფუძველზე,

 

1.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 


კომისიის თავმჯდომარე: კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

 

კომისიის მდივანი: ნანა ჭიღლაძე, სრული პროფესორი

 

წევრები:


გიორგი შავლიაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;
ლაშა კალანდაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
ირინე ბოხაშვილი - ასოცირებული პროფესორი

 


2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 3/2011

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 25 ნოემბრის  № 112/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: რევაზ ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი

კომისიის მდივანი: გიორგი კვინიკაძე,  ასისტენტ-პროფესორი

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება:


იოსებ სალუქვაძე  – სრული პროფესორი
რევაზ გაჩეჩილაძე –  სრული პროფესორი
ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი


ფსიქოლოგიის მიმართულება:


გიორგი გოროშიძე - ასისტენტ-პროფესორი
მანანა მელიქიშვილი - ასოცირებული პროფესორი
მაია კალანდარიშვილი - ასოცირებული პროფესორი
თამარ გაგოშიძე - სრული პროფესორი
მზია წერეთელი - სრული პროფესორი
ბელა არუთინოვი - ასოცირებული პროფესორი


სოციალური მუშაობა:


იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი
თამარ მახარაძე – ასისტენტ -პროფესორი
ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი


პოლიტიკური მეცნიერებანი:


მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი
ალექსანდრე კუხიანიძე – - სრული პროფესორი
გია ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი

 

2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 2/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით


                         
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის "გ" ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 11.01.2011 №314/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

"2. თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა

 

თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად.";

 

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

 


“21. შიდა მობილობა

 

1. შიდა მობილობით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია შეიცვალოს ფაკულტეტი, ან  შესაბამისად მაგისტრატურაში – სამაგისტრო პროგრამა.

 

2. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

3. შიდა მობილობაში მონაწილეობა ხორციელდება შემდეგი წესით:


ა) თსუ-ს ბაკალავრიატში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით  ფაკულტეტის შეცვლის  უფლებას მოიპოვებენ სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ბ) თსუ-ს მაგისტრატურაში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით  სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა;

 

გ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები  შიდა მობილობით  ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით;

 

დ) შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ პუნქტის "ა" - "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

 

4. შიდა მობილობაში მონაწილეობა იზღუდება შემდეგი წესით:

 

ა) შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სამედიცინო განათლების საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

 

ბ) შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის  შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

 

5. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.

 

6. შიდა მობილობის გამოცხადებასთან ერთად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების/სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.

 

7. ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

 

8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ა" - "ბ" ქვეპუნქტების თანახმად ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე.

 

9. შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.

 

10. შიდა მობილობით სტუდენტის გადაყვანა, აღიარებული კრედიტების ოდენობასთან ერთად, ფორმდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.".

 


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 1/2011

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებისათვის  შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  27.12.2010 №31670/02 განცხადების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორებს გამოცხადებული კონკურსის დამთავრებამდე:

 

1. დოლბაია თამარ
2. ლომიძე ელზა
3. ლომიძე მარინა
4. ჭალაგანიძე ნინო
5. კუპრაშვილი ნათია
6. ფირცხალავა ეკატერინე
7. გედევანიშვილი ირინა
8. თევდორაძე სოფიო
9. ჟვანია ირინე
10. ჭინჭარაული თინათინ
11. შატბერაშვილი ნინო
12. წურწუმია ალექსანდრე

 


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
       

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 149/2010