Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
19.03.2012, №22/2012 დადგენილებით

 


,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ნაწილების,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესი დანართი №1 სახით.

 

2. დამტკიცდეს სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისია (შემდგომში ,,კანდიდატთა შესარჩევი კომისია“) შემდეგი შემადგენლობით: 

 

ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო–საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ფიქრია ვარდოსანიძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი (კომისიის წევრი);

გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);

დ) დავით სურგულაძე იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი).

 

3. საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების სემესტრულ დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.

 

4. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური შემოსავლების 2 პროცენტს. საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

 

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №125 დადგენილება.

 

6. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

 

7. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. დადგენილება ძალაში შედის 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 148/2010

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
19.03.2012, №22/2012 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
11.04.2011, №35/2011 და 14.02.2011, №15/2011 დადგენილებებით

 

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ნაწილების,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესი დანართი №1 სახით. (11.04.2011, №35/2011)

 

2. დამტკიცდეს სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისია (შემდგომში ,,კანდიდატთა შესარჩევი კომისია“) შემდეგი შემადგენლობით: 

 

ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო–საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა სიჭინავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი). (14.02.2011, №15/2011)

 

3. საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით. (11.04.2011, №35/2011)

 

4. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური შემოსავლების 2 პროცენტს. საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

 

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №125 დადგენილება.

 

6. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

7. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. დადგენილება ძალაში შედის 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 148/2010

ზოგიერთი კატეგორიის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ტექსტში შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) მიერთების გზით და დაიწყო შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ლიკვიდაცია. უნივერსიტეტი ჩაითვალა ხსენებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად, პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამდგენ ორგანოს, მოქმედებს რა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების მე-2 და მე-12 პუნქტების (რომელთა საფუძველზეც უნივერსიტეტი წარმოადგენს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამონაცვლეს) და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დამსაქმებლის უფლებამოსილებებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის,   38-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების მე-6 და მე-8 პუნქტების, ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" ლიკვიდაციისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 21 დეკემბრის №1-3/1118 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეუწყდეთ სტატუსი და შრომითი ურთიერთობა 2011 წლის 1 იანვრიდან,  ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეულ პედაგოგებს;

 

2. სასწავლო პროცესის უწყვეტად, მოქმედ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობაში წარმართვისა და სტუდენტთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ იმ აკადემიურ პერსონალთან, ვისაც მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გააჩნია არსებული საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულება, გაგრძელდეს შრომითი ურთიერთობა, მათ მიერ ზემოხსენებული ვალდებულებების სრულ ამოწურვამდე;

 

3. დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს, წარმოადგინონ წინადადებები, ფაკულტეტზე არსებული  აკადემიური თანამდებებობების ვაკანსიების შევსების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სტუდენტური კონტინგენტის ზრდის პროპორციულად;

 

4. დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს, წარმოადგინონ წინადადებები, 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სასწავლო პროცესის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით, აკადემიური თანამდებებობის ვაკანსიების შევსებისათვის ჩასატარებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე, სახელშეკრულებო საწყისებზე, მოწვეული სპეციალისტების სახით მისაღები პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის და კანდიდატების განსაზღვრის თაობაზე, უნივერსიტეტის სტუდენტური კონტინგენტის ზრდის პროპორციულად;

 

5.  შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2011 წლის 1 იანვრიდან, ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს;

 

6. დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განსაზღვროს იმ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის რაოდენობა, რომელიც  საჭიროა, ყოფილი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“  შენობებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვის უზრუნველყოფისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სათანადოდ ფუნქციონირების, აგრეთვე მატერიალური ფასეულობების, საფინანსო და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სტუდენტთა პირადი საქმეების უნივერსიტეტზე გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 

 

7. ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ პედაგოგებს, აგრეთვე ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს რომლებსაც შეუწყდათ სტატუსი და შრომითი ურთიერთობა, მიეცეთ 1 (ერთი) თვის შრომის ანაზღაურება;

 

8. წინამდებარე დადგენილება გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

9. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი  

სრულად

დადგენილება N: 147/2010

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. არჩეულ იქნეს ისტორიის დოქტორი ზურაბ გაიპარაშვილი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად.


2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 146/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე–13 მუხლისა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნეს ალექსანდრე კვიტაშვილი.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პროფ. ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,

აკადემიური საბჭოს  სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 145/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ეკონომიკური ქვემიმართულების ასისტენტ-პროფესორის ლალი ხურციასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ 20.12.2010  №31114/02 განცხადების საფუძველზე,

 

1. 2010-2011 სასწავლო წლის დასრულებამდე გაუგრძელდეს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ეკონომიკური ქვემიმართულების ასისტენტ- პროფესორს - ლალი ხურციას.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 


       

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 144/2010

დოქტორ ფრენკ დაგლას ფერისის   სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 14.12.2010 №30603/02 წარდგინების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის,  გამოჩენილ მეცნიერს, პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელს,  პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული პროგრამის მთავარ კონსულტანტს დოქტორ ფრენკ დაგლას ფერისს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 143/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის № 36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილების შეტანის შესახებ          

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით


     
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ს“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის 20.12. 2010 №31086/02  წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელი წესის მე–12 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ს. დოქტორანტურაში დასკვნითი სემესტრული გამოცდის ფორმატს ადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები;“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 142/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის №82/01-01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №30836/02 დასკვნის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი  კომისიის შედეგები:

 

ახალი ბერძნული ფილოლოგია:

 

მაკა ქამუშაძე - ასისტენტ-პროფესორი

 

განათლების მეცნიერებები:

 

ნინო ჩახუნაშვილი - ასისტენტ პროფესორი

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 141/2010

2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2011 წლის
6 ივნისის  №54/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე, 25–ე, 31–ე მუხლების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9, 26–ე, 31–ე მუხლების, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე–3, მე–5 მუხლების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


   
1: ა) 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 10 იანვრისა;

 

ბ) 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 25 იანვრისა;   

 

გ) 2011-2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2011 წლის 31 იანვრისა.

 

2. იმ შემთხვევაში, თუ თსუ აკადემიური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აღწერილობასა და სილაბუსებს არ განუცდიათ რაიმე ცვლილება, მაშინ შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელმა (კოორდინატორმა) განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომ პროგრამას გაეწიოს რეკომენდაცია ფაკულტეტისა და თსუ აკადემიურ საბჭოს წინაშე მისი აღწერილობისა და სილაბუსების განმეორებით წარმოდგენის გარეშე. 

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას, ხოლო მისი თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 140/2010

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სასერტიფიკატო პროგრამა „წერისა და ზეპირი პრეზენტაციების  უნარები“-ს და გერმანული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა „გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და კვლევის მეთოდები“-ს დამტკიცება;

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის ,,ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სასერტიფიკატო პროგრამა „წერისა და ზეპირი პრეზენტაციების  უნარები“ (ხელმ. გ. შაბაშვილი) (დანართი 1) და  გერმანული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დარგობრივი სალექციო კურსის „გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და კვლევის მეთოდები“ სილაბუსი (დანართი 2).

 

2. დადგენილების  თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 139/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 5 ივნისის №55/01-01 ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №25485/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის მიერ წარმოდგენილი შედეგები:

 

ქვემიმართულება: მენეჯმენტი

 

 

  • ვაკანსია – სრული პროფესორი (1 საშტატო ერთეული)
  • ვაკანსია – ასოცირებული პროფესორი (1 საშტატო ერთეული)

 

ქვემიმართულება : ეკონომეტრიკა

 

 

  • ვაკანსია – ასისტენტ პროფესორი (1 საშტატო ერთეული)

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 138/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ რუსიშვილისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების (№29368/02 26.11.10) საფუძველზე

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტ ოთარ რუსიშვილს (სახელმწიფო დაფინანსება – 100 %)  ავადმყოფობასთან დაკავშირებით.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების დაინტერესებული პირისთვის გაცნობის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს დაინტერესებული პირისთვის გაცნობის მომენტიდან.

 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 137/2010

პროფესორ მაქსიმილიან რაიზერისათვის   სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის №29383/02 წარდგინების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის,  გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს, ევროპის რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტს, მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკური რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, მიუნხენის  უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ცენტრის თავმჯდომარეს პროფესორ მაქსიმილიან რაიზერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 136/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებში:


ა) ქართველური ენათმეცნიერების 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.
ბ) გერმანული ფილოლოგიის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.
გ) არაბისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.
დ) მედიევისტიკის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.
ე) მედიევისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №5 შესაბამისად.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 135/2010

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და თსუ სასწავლო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების (№29302/02  26.11.10)  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის:


ა) პირველ მუხლს მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–51 პუნქტი:


“51. თსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვა ფორმდება რექტორსა და კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით.”

 

ბ) მე-9 მუხლს მე–51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–52 პუნქტი:

 


“52. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ თსუ-ში, თუ მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს სემესტრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლას, მიეცეს უფლება, სწავლის საფასური გადაიხადოს ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.”

 

2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 134/2010

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ გიგოლაშვილისთვის სასწავლო კურსის “მენეჯმენტის საფუძვლები” აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ს” ქვეპუნქტისა და სასწავლო დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 8 ნოემბრის №27949/02 წარდგინების საფუძველზე:

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. მიეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ გიგოლაშვილს სასწავლო კურსის “მენეჯმენტის საფუძვლები” გავლის მიზნით აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება.


2. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 133/2010

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესის“ დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
02.05.2011, №40/2011 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესი“.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილების   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 132/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №27200/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაკრომოლეკულების ქვემიმართულებით  აკადემიური პერსონალის შესარჩევი  კომისიის შედეგები და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნას  მარინე ქარჩხაძე.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 131/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 29 ოქტომბრის №99/2012 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №27200/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაკრომოლეკულების ქვემიმართულებით  აკადემიური პერსონალის შესარჩევი  კომისიის შედეგები და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ იქნას  მარინე ქარჩხაძე.

11. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ მარინე ქარჩხაძეს გაუგრძელდეს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე. (29.10.2012, №99/2012)


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 131/2010