პროფესორ ეკა სირაძის ვიზიტი საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში
2024 წლის ნოემბერში პროფესორი ეკა სირაძე მიწვეულ იქნა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI, მალტა) მიერ, რათა წაეკითხა ლექცია ინსტიტუტის 2024/25 სასწავლო წლის სტუდენტებისთვის. ლექცია ჩატარდა კურსის გაეროს გლობალური და რეგიონალური შეთანხმებების ფარგლებში და შეეხებოდა თემას: „რეგიონალური ზღვების პროგრამა“. სესიის განმავლობაში პროფესორმა სირაძემ მიმოიხილა აღნიშნული პროგრამის ისტორიული განვითარება, სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული განხორციელების მექანიზმები, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო გარემოს დაცვას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
მოწვეული ლექტორის სტატუსით, პროფესორი სირაძე უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს IMLI-სთან, რითაც წვლილი შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა იურისტთა პროფესიულ განათლებასა და მომზადებაში.
დამატებითი ინფორმაციის მსურველებმა იხილეთ ლინკი