ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში მზარეულის, მოლარე-კონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამლაგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად:
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მდებარე კვების ობიექტი.
სულ 16 ვაკანსია;
ა) მზარეული - 4 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2322 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
ბ) მოლარე კონსულტანტი - 6 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
გ) მიმტანი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
დ)ჭურჭლის მრეცხავი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.
ე)დამლაგებელი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით
სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება პოზიციების შესაბამისად:
ა) მზარეული: ორშაბათი - შაბათის ჩათვლით, 8:00 საათიდან 20:00 საათამდე დასვენების დღე კვირა.
ბ)მოლარე კონსულტანტი: თვეში 15 სამუშაო დღე, 9:30 საათიდან 20:00 საათამდე.
გ)მიმტანი: თვეში 15 სამუშაო დღე, 9:30 საათიდან 20:00 საათამდე.
დ)ჭურჭლის მრეცხავი: თვეში 15 სამუშაო დღე, 9:30 საათიდან 20:00 საათამდე.
ე)დამლაგებელი: თვეში 15 სამუშაო დღე, 9:30 საათიდან 20:00 საათამდე.
გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მდებარე კვების ობიექტი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555417031.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბრძ. N121/02-01 - 18.04.2024 წ.