კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
"ნექსია თიეი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 - 12 თვე სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”
აუცილებელი მოთხოვნები:
• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება; • გუნდური მუშაობის უნარი;
• აქტიურობა;
• კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში",
გისურვებთ წარმატებებს!