კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
05/05/2022 - 05/06/2022
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
დაწყების თარიღი: 05 მაისი 2022
დასრულების თარიღი: 05 ივნისი 2022
ვაკანსია გამოცხადებულია იურიდიულ დეპარტამენტში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით);
- მნიშვნელოვანი სამართლის დარგების ცოდნა, როგორიცაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, შრომის კოდექსის, კორპორატიული სამართლის - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ცოდნა;
- აუდიტორულ ან/და იურიდიულ კომპანიაში უფროს იურისტად/იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში (საჯარო რეესტრი და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოები ჩაითვლება უპირატესობად) საქმის წარმოების გამოცდილება;
- იურიდიული სამსახურის მართვისა და ხელმძღვანელობის უნარები, პრობლემის გადაჭრისა და სიღრმისეული ანალიზის უნარები, სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება, წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B2 დონე (ვერბალური, წერითი), რუსული ენა - სასურველია;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია;
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა/რეგისტრაცია;
- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება, ხელშეკრულების მხარესთან მოლაპარაკების პროცესში ჩართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა;
- წერილების, ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათი კომპანიისათვის გაცნობა/დანერგვის პროცესში მხარდაჭერა;
- კომპანიის კლიენტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- შრომით-სამართლებრივ საკითხებში კომპანიის მხარდაჭერა;
- აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება;
- კომპანიის კლიენტების ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და ნებისმიერ მესამე პირ(ებ)თან;
- სასამართლო სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სასამართლო დავებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.