დაწყების თარიღი: 05 მაისი 2022
დასრულების თარიღი: 5 ივნისი 2022
Ecovis Georgia პარტნიორი კომპანიისთვის (ჰოლდინგური კომპანია, ინდუსტია - მშენებლობა) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
- ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
- ფინანსური უწყისების შედგენა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ჯგუფის და მასში შემავალი კომპანიების მომგებიანობის ანალიზი;
- საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა და რეპორტინგი;
- კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი;
- აუდიტის პროცესში აუდიტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და პროცესში აქტიურად ჩართულობა;
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და პროცედურების დაცვაზეკონდოლის უზრუნველყოფა;
- დებიტორ-კრედიტორების, ნაღდი ფულის და საბრუნავი კაპიტალის რეპორტინგის შემუშავებაში ჩართულობა და პერიოდული ანალიზი;
- სტატისტიკის და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების ცოდნა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- პრიორიტეტულია ფინანსური ბიუჯეტის მომზადების გამოცდილება;
- ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და ERP სისტემაში მუშაობა ფინანსური/საოპერაციო რეპორტების მომზადების მიზნით.
- სასურველია ანალიტიკური პროგრამების ცოდნა (Qlik, Power BI, Tableau…);
- სასურველია ACCA-ს მინიმუმ პირველი და მეორე დონის სერთიფიკატები;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა Excel-ის პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- დროის დაგეგმვის უნარი;
- ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი
დამატებითი ინფორმაცია:
- ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 2
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამუშაო ლოკაცია: ქ. ბათუმი
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
წერითი დვალება:
ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
წერითი დავალების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge