სატელეკომუნიკაციო კომპანია "inexPHONE" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N1
ანაზღაურება: ხელფასი 625 ლარი, ბონუსი 375 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლებში გაწერილი
ფუნქცია-მოვალეობები:
• ცხელი ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული და ამომწურავი პასუხი;
• კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან წერილობითი კომუნიკაცია;
• საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ზარის/ვერბალური კომუნიკაციის ინიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
• აუცილებელია: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
• სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
შერჩევის ეტაპები:
• გასაუბრება;
• ტრენინგი (ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ ცენტრის ოპერატორი.
„inexPHONE“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!