თუ მიგაჩნიათ, რომ ლოჯისტიკა თქვენი სფეროა და მზად ხართ ახალი გამოწვევებისათვის,
ჩვენ გეძებთ თქვენ
გერმანული სერვის ჯგუფი Vantrans-ი 2005 წელს დაარსდა ქალაქ ბონში და მას შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანია ცდილობს საკუთარ მომხმარებლებს გაუმარტივოს პროდუქციის შეძენა ცენტრალურ ევროპაში და ოპტიმალურ ვადებში უზრუნველყს უსაფრთხო მიწოდება.
VanTrans-ი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე (გერმანიაში).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** გადაზიდვების მარშრუტების შემოწმება და ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
** შეკვეთის ვადების კონტროლი;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გერმანული ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელია გქონდეთ მართვის მოწმობა და ევროპაში გადაადგილების უფლება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული,
- სხარტი აზროვნება;
- პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
ანაზღაურება- შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად).
სამუშაო ადგილი - გერმანია, ქ.ბონი (კომპანია უზრუნველჰყოფს საცხოვრებელს).
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: info@vantrans.de