Sales MBA არის კომპანია „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პროექტი რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით სრულდება და 2022 წლის 20 მარტიდან იწყებს მეხუთე ნაკადის მონაწილეების მიღებას. პროექტი განკუთვნილია 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 5 თვიან სწავლებას გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას.
- კურსს სრულად აფინანსებს ,, International Sales Institute", შესაბამისად სწავლება არის უფასო.
- სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ კვირა დღეს.
- კურსზე მიიღება მხოლოდ 15 მონაწილე
- და რაც მთავარია, კურსზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში ანაზღაურებადი სამუშაოს დაწყებას გაყიდვების დეპარტამენტში.
პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, კრისტალი, ‘ემ-კვადრატი’ თიბისი დაზღვევა, და ა.შ. Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, ჯი-არ-სი, პალიტრამედია და სხვა.
სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება ყოველ კვირა დღეს 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
კურსის ძირითადი თემები:
- ·საცალო გაყიდვები
- ·კომუნიკაციის ტექნიკები
- ·საცალო გაყიდვები
- ·კორპორაციული გაყიდვები
- ·ონალინ გაყიდვები და მარკეტინგი
- ·Case study და სწავლების პრაქტიკული ნაწილი
- ·Business English for Sales
აპლიკაციის მიღების პირობები:
- აპლიკანტი უნდა იყოს სრლუწლოვანი, 25 წლამდე ახალგაზრდა.
- მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.
- უნდა ფლობდეს საკომუნიკაციო ინგლისურის მინიმალურ დონეს
- საცხოვრებელ ადგილს, სასწავლებელს და აკადემიურ მოსწრებას არ აქვს მნიშვნელობა.
- უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.
კურსის დაწყებამდე ჩატარდება უფასო ვებინარი 9 მარტს 21:00. https://fb.me/e/2W0gCPSFe
დამატებითი ინფორმაცია: https://www.facebook.com/internationalsalesinstitute/videos/659906242111532/
internationalsalesinstitute/posts/2173995922910791
რეგისტრაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdjjpUszAr8GMC2R3F7CTyCi-OX7u3KmEIyKI_ItkjZkhQsPA/viewform