პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება!
GROW– Get Ready for Opportunities at Work – ფრონტ (Front Office) და ბექ ოფისის (Back Office) სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. პროგრამა – გაძლევთ საერთაშორისო ბანკში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე, მონდომებული, მიზანდასახული, კრეატიული ტალანტების აღმოჩენა და მათი პაშა ბანკში დასაქმებაა.
ვიწყებთ პროგრამის მეორე ნაკადის შერჩევას, ამჯერად ფრონტ ოფისში 10-ს, ხოლო ბექ ოფისში 3 საუკეთესო კანდიდატს ვუმასპინძლებთ!
რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:
1. გამოცდილება ბანკში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია და განსაკუთრებულად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე;
2. მუშაობა და ინტერაქცია საერთაშორისო გუნდთან;
3. შეხვედრები სფეროს წამყვან ექსპერტებთან;
4. სტაჟირების პროცესში მენტორების სრული მხარდაჭერა;
5. ერთდროულად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
6. დასაქმების შესაძლებლობა;
7. მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
8. მყუდრო გარემო და ღია ურთიერთობები;
9. თავის გამოჩენისა და კარიერული წინსვლის საშუალება.
ჩვენ გეძებთ შენ!
თუ მზად ხარ ერთად მივაღწიოთ წარმატებას, მაშინ შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა 3 თებერვლამდე და შემოგვიერთდი – https://forms.gle/jLhJERDsPDQjwcsC9
დეტალები აქ: https://hrhub.ge/pasha-banki-grow/
გაეცანით როგორი სამუშაო გარემოა კომპანიაში: https://hrhub.ge/grow-diana-burduli-pasha-bank/
წარმატებებს გისურვებთ!