Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 22/09/2021 - 10/10/2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შიდა სამუშაო პროცესების
ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის ფარგლებში დასაქმებისათვის ეძებს IT
ბიზნეს ანალიტიკოსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში არასაშტატო
შრომითი ურთიერთობებისათვის.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის/ სამუშაო
გამოცდილების შესაბამისად;
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT)
სამსახურის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
 IT სამსახურის მიერ განხორციელებული შიდა პროგრამული განვითარების
პროცესში დამკვეთთან ურთიერთობა, საჭიროების განსაზღვრა, ანალიზი,
დეველოპერებისათვის ტექნიკური დავალების მომზადება;
 შესაბამისი User stories მომზადება;
 პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ბიზნეს პროცესების აღწერა და
დიზაინი;
 პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო
ალტერნატივების ანალიზი;
 ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის
მიღება;
 სისტემური ტესტების ჩატარება ახალი პროდუქტებისათვის;
 პროდუქტის გაშვებისთვის მზაობის შესახებ დასკვნის მომზადება;
 IT სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სისტემის ახალი მოდულების
დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
 ახალი და არსებული სერვისების პროგრამული გადაწყვეტილებების
სახელმძღვანელოების შემუშავება;
 პროექტის ფარგლებში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

სასურველი სამუშაო გამოცდილება:
 IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
 ბიზნეს პროცესების ანალიზის და აღწერის გამოცდილება
 ტექნიკური ამოცანების განსაზღვრის/შემუშავების მიმართულებით მუშაობის
გამოცდილება
 ვებ/დესკტოპ აპლიკაციების მანუალური ტესტირების გამოცდილება
 ტესტირების მეთოდოლოგიების თეორიული ცოდნა/გამოყენება
კომპეტენცია და უნარები:
 ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
 კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
 სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
 პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
 დროის მართვის უნარი
 როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
 ორგანიზებულობა
 კომუნიკაბელურობა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად
ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ
შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც
განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც
განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ
პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ,
რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება
იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა
კონფლიქტი აქვს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება,
დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

დაინტერესების შემთხვევაში:
თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ კომუნიკაციების კომისიაში და გაქვთ შესაბამისი
სამუშაო გამოცდილება მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე
vacancy@comcom.ge გამოაგზავნეთ:
 თქვენი რეზიუმე (CV); (მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების მითითებით);
 წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა
კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა
კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა
კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში იხ:
http://gncc.ge/uploads/other/3/3251.docx

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “IT ბიზნეს
ანალიტიკოსი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე;პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს,
მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი
პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შერჩევის ეტაპებია: განაცხადების გადარჩევა; გასაუბრება,