სს ,,ტერაბანკი" საკრედიტო მიმართულებით აცხადებს მიღებას Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულმა კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.
სამუშაო გარემო და პირობები
- სასიამოვნო და მეგობრული სამუშო გარემო
- საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
- სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
- ანაზღაურება პრაქტიკული სტაჟირების პერიოდში
- დასაქმება სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდგომ
- კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
- ბანკის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობა
უმცროსი ბიზნესის ბანკირის ძირითადი მოვალეობები:
- პოზიციის მიზანია ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლის მოზიდვა და მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
- კლიენტების, რომლებსაც ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი, სასესხო განაცხადის მიღება, პროექტის მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა
- საკუთარი საკრედიტო პორთფელის მართვა
მსურველებს გთხოვთ, 23 სექტემბრის 17:00 სთ ჩათვლით CV გამოაგზავნოთ მისამართზე: HR@terabank.ge
უნივერსალური ბანკირის ძირითადი მოვალეობები
- პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
- ფიზიკური პირების საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
- ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა, ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა და სხვა
მსურველებს გთხოვთ, 23 სექტემბრის 17:00 სთ ჩათვლით CV გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge
გთხოვთ, CV გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.