აქ.ახლა, თიბისიში სტაჟირების პროგრამა იწყება.
შენ გაქვს შესაძლებლობა, შემოუერთდე თიბისის გუნდს და იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე. სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ კი ჩვენთან გააგრძელო კარიერა.
ვის ვეძებთ
თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
ხარ ცნობისმოყვარე და ღია ახალი შესაძლებლობებისადმი;
ხარ პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული;
ხარ გაბედული და არ გეშინია შეცდომების;
გაქვს ინოვაციური იდეები და შენი მიზანია, მიიღო გამოცდილება;
გსურს მონაწილეობა მიიღო ისეთი პროდუქტების და სერვისების შექმნაში, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს.
სტაჟირების გავლა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
1. მარკეტინგი
2. ადამიანური კაპიტალის მართვა
3. საოპერაციო რისკები
4. რეაბილიტაციის განყოფილება
5. ინოვაციური პროექტების მართვა (მონაცემთა ანალიზი)
6. ფინანსების დირექტორია:
ბუღალტერია
ინვესტიციების მართვა
სტრატეგიული ფინანსები, ბიზნეს ანალიტიკა და დაგეგმვა
ხაზინა და ფინანსური სერვისები
7. კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესი:
ფინანსური ანალიზი და დაგეგმვა
კორპორატიული პროექტების ანალიტიკა
სამშენებლო პროექტების ტექნიკური მართვა
სამშენებლო პროექტების ადმინისტრირება
სტაჟირებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 სექტემბერი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 21 სექტემბერს 16:00 – 18:30
ZOOM-ით ბმულზე.
ID: 99348567852
Passcode: 930490
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე მეილზე HRinternship@tbcbank.com.ge;