კომპანია "ჯეოსილქროუდ" წარმოადგენს ბიზნეს საინვესტიციო-საკონსულტაციო ჰოლდინგს, რომელიც მხარს უჭერს კომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს მეწარმეთა ხელშეწყობას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მიღებისთვის, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას. ჰოლდინგი „ჯეოსილქროუდ“ აერთიანებს რამდენიმე შვილობილ კომპანიას, რომელებიც ასევე წარმატებით ფუნქციონირებენ შესაბამის სფეროში: „ჯეოდიზაინ&ქონსთრაქშენ“, „ჯეოვიზიტ“, „ჯეორეიტინგ“, „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“. კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც მუდამ მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://geosilkroad.company
კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და ახალი გამოწვევების მიმართ მაღალი მიმღებლობით გამორჩეულ სტუდენტებს - გუნდის ახალ წევრებს პროექტების მართვის მიმართულებით. მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სტუდენტებს აღნიშნულ პოზიციაზე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კანდიდატებისთვის განსაზღვრულია მცირე ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსები შესრულებული პროექტებიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინვესტიციო პროექტების შემუშავება, ფინანსური დაგეგმარება, ჩამოყალიბება, განხორციელება და მართვა;
- არქიტექტურული, სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო პროექტებსა და მსგავს სფეროში, კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, შესრულების მენეჯმენტი, ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა და ბიუჯეტის კონტროლის განხორციელება;
- კომპანიის პროექტების განხორციელებისთვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება;
- განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, წარდგენა აღმასრულებელ დირექტორთან დასამტკიცებლად და განხორცილება;
- კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და პარტნიორებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- კომპანიის პროექტების რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა, წარმოება და პერიოდული პრეზენტაცია;
- ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაფორმებული შეთანხმებების პირობების მონიტორინგი;
- მისი ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში უზრუნველყოს განსახორციელებელი პროექტების ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასა და სხვადასხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობა კომპანიის მთავარ იურისტთან კოორდინაციით;
- ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
- ISO 9001-ის კომპანიაში დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- მის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ანგარიშგების წარმოება, წლიური და საგადასახადო დეკლარირება;
- სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომლის საჭიროება შეიძლება წარმოიქმნას სამუშაო პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი ფინანსების / მენეჯმენტის ან სხვა რელევანტურ სფეროში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული ან დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის ჩატარების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;