Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 01/02/2025 - 30/07/2021

ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ვივო მედიქალ ჯგუფი წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელში შემავალი კომპანიების ძირითადი
საქმიანობა ორიენტირებულია ჯანდაცვასა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე. ჰოლდინგი მოიცავს
თბილისში ლოკალიზებულ შემდეგ წამყვან სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,
ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა
ინვიტრო, ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა და სხვა უფრო მცირე ზომის ორგანიზაციები.
სათაო ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
დაქვედებარებული თანამშრომლების რაოდენობა: 1;
ანაზღაურება: 2500-3000 ( NET), დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
ძირითადი ფუნქციები:
 კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა:
 კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის
საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
 დეპარტამენტებთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა იურიდული პროექტების
მომზადება, განხილვა/გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
 დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად წერილების და განცხადებების მომზადება
და/ან გადახედვა;
 დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად ბრძანებებისა (საკადრო ბრძანებების
გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
 კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის
მხარდაჭერა;
 სასამართლოში, მედიაციაში და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
 საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების და რეგულაციების
(ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; ახალი
ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა
უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
 საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელისა და შესაბამისი
დეპარტამენტების/პირების ინფორმირება.
 სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული ხარისხი);
 მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (პრიორიტეტი მიენიჭება
ჯანდაცვის მენეჯმენტში ან ჯანდაცვის მარეგულირებელ სფეროში მიღებულ გამოცდილებას);
 კომპიუტერული პროგრამების (Excell, Word, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
 ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 დროის ეფექტურად მართვის უნარი;
 ორგანიზებულობა;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;

ენები:
 ქართული - გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები;
 ინგლისური - B2 დონე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით
მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივლისი
(გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
გისურვებთ წარმატებას!
*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ
მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული
ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც
საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის
დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის
დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ
ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.