Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/06/2021 - 21/07/2021

პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი;
მდებარეობა: თბილისის აეროპორტის მიმდებარედ;
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
სახელფასო რეინჯი : 1300-1800 ლარი;
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად;
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება;
კომპანიის შესახებ:
კაია წარმოადგენს მრავალპროფილური, ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ
საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC)
ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს
სამშენებლო პროდუქციას.კაია თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, „ბლექ სი არენა“, „შერატონ მეტეხი პალასი“,
„კასტელო მარე“, „შატო მუხრანი“, „რუმს ჰოტელსი“ და ა.შ
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: kaya.ge

რატომ კაია?
იმიტომ, რომ :
-კაიაში ადამიანი არის მთავარი ღირებულება;
-კაიაში მიიღებ კარგ პროფესიულ გამოცდილებას;
-კაია მოგცემს საშუალებას გამოავლინო შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ;
-კაიაში შრომა აუცილებლად დაგიფასდება;
-კაია გახდება შენი მთავარი მხარდამჭერი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება.

თუ შეგიძლია :
 მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;
 კომპანიის ბრენდინგზე ზრუნვა და შესაბამისი აქტივობებით განმტკიცება;
 სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება;
 სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
 დიზაინერთან კომუნიკაცია და მისი კოორდინაცია;
 სოციალური ქსელების სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
 მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
 ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
 მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და პრეზენტაციების დაგეგმვა;
 მომხმარებლის კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა, განხორციელების პროცესის
მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
 კომპანიის საიტის ოპტიმიზაცია და მართვა;
 კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო კონტენტის შექმნა.

აკმაყოფილებ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
 უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში (მარკეტინგის
მიმართულებით);
 მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
 ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
 საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Word-ისა და MS PowerPoint-ის.

გაქვს:
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
 პასუხისმგებლობის გრძნობა;
 სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე
მოქმედების უნარი;
 ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
მაშინ ჩვენ გეძებთ შენ!
გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში
აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

შერჩევის ეტაპები:
 თემატური დავალება;
 გასაუბრება.