Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/06/2021 - 21/07/2021

პოზიციის დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი;
მდებარეობა: თბილისის აეროპორტის მიმდებარედ;
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
გამომუშავების შესაძლებლობა: 3000-5000 ლარი;
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად;
ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება;
კომპანიის შესახებ:
კაია წარმოადგენს მრავალპროფილური, ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ
საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC)
ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს
სამშენებლო პროდუქციას.კაია თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, „ბლექ სი არენა“, „შერატონ მეტეხი პალასი“,
„კასტელო მარე“, „შატო მუხრანი“, „რუმს ჰოტელსი“ და ა.შ
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: kaya.ge

რატომ კაია?
იმიტომ, რომ :
-კაიაში ადამიანი არის მთავარი ღირებულება;
-კაიაში მიიღებ კარგ პროფესიულ გამოცდილებას;
-კაია მოგცემს საშუალებას გამოავლინო შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ;
-კაიაში შრომა აუცილებლად დაგიფასდება;
-კაია გახდება შენი მთავარი მხარდამჭერი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:
ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა და
მათთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება.

თუ შეგიძლია :
 პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
 მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
 კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ
მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
 მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
 არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება;
 ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი.

აკმაყოფილებ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

 გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
 MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
 ინგლისური ენის ცოდნა;
 სამშენებლო-სარემონტო მასალების ცოდნა;
 B კატეგორიის მართვის მოწმობა.

გაქვს:
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
 პასუხისმგებლობის გრძნობა;
 სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე
მოქმედების უნარი;
 ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
მაშინ ჩვენ გეძებთ შენ!
გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში
აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

შერჩევის ეტაპები:

 გასაუბრება;
 თემატური დავალება.