ორგანიზაცია კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია:
http://sd-caucasus.com) აცხადებს საზაფხულო სტაჟირების პროგრამას - Sustainable Caucasus Summer
Internship Program 2021, შემდეგ პოზიციებზე:
1. სტაჟიორი - აღმასრულებელი თანაშემწე
2. სტაჟიორი - კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი
3. სტაჟიორი - ადმინისტრაცია და ფინანსური მენეჯმენტი
.
სტჟირების პროგრამა მიზნად ისახავს კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებით
დაინტერესებულ და მოტივირებულ მაგისტრანტ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის
პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. სტაჟიორები ჩაერთვებიან
ორგანიზაციის პრაქტიკულ აქტივობებში და იმუშავებენ მაღალკვალიფიციურ კადრთან ერთად
მრავალფეროვან, მულტიკულტურულ და ინკლუზიურ გარემოში.
სტაჟირების პროგრამის დაწყების თარიღი: 1 ივლისი, 2021 წ; ხანგრძლივობა: 3-6 თვე (1 თვე -
გამოსაცდელი პერიოდი); სამუშაო განაკვეთი: არასრული - კვირაში 20-30 საათი.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 20 ივნისი, 2021 წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
(ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@sd-caucasus.com. სათაურის ველში
მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://sd-caucasus.com
თანდართული ფაილის სახით იხილეთ სტაჟირების პროგრამისა და შემოთავაზებული პოზიციების
სრული აღწერა ინგლისურ ენაზე.