ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორანტის ვაკანსიას!
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის ქ.17
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (სამი დღე - 09:00 – 15:00 / შემდეგი სამი დღე 15:00 – 21:00)
სამუშაო ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო პერიოდი: 6 თვე
ადგილების რაოდენობა: 2
ძირითადი მოვალეობები:
● სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით განახორციელოს პრაქტიკული სწავლება;
● კურსის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური, სიმულაციური და სახარჯი მასალებით ლაბორატორიის აღჭურვა;
● მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სიმულაციური აღჭურვილობა/ინვენტარი/მასალები;
● აწარმოოს ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
● შესაბამის სტურუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
● ლაბორატორიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა ან/და მედიცინის მიმართულებით.
● მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
● MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT -ძალიან კარგი);
● ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.