Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 22/04/2021 - 28/04/2021

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

 

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.


"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2021 ევროპასა და საქართველოში.


შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ბუღალტრის თანამდებობაზე.


ლოკაცია: თბილისი (ფონიჭალა)


ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება
• მარაგების მიღებისას დოკუმენტების გაფორმების სისწორის გადამოწმება
• საწყობში მიღებული მარაგების შედარება რაოდენობრივად და ასორტიმენტის მიხედვით პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციასთან
• მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი
• პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი
• ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა
• კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკების შესაბამოსობის უზრუნველყოფა და დანერგილი კონტროლების ეფექტური შესრულება


კანდიდატის პროფილი:
• უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით
• 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით
• MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С.
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა თავისუფლად
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;

 

რას გთავაზობთ?

▪ პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა

▪ ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა

▪ კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება

▪ ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი

▪ ტრანსპორტირება


თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 28 აპრილისა, 2021 და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და ლოკაცია ელ-ფოსტის სათაურის ველში.


გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.